
ჩვენება: პოსტოპერაციული და პოსტრავმატული ანთება. სინუსიტი, გინეკოლოგია, დაჭიმულობა და ტკივილი სარძევე ჯირკვალში, უროლოგია.
შემადგენლობა:
ერთი კაფსულა შეიცავს: სერატიოპეპტიდაზა - 20 მგ, სელენი 50 მკგ.
პოსტოპერაციული და პოსტრავმატული ანთება.
ანთების საწინააღმდეგო თერაპია შემდეგი პათოლოგიების დროს:
- ოტორინოლარინგოლოგია: სინუსიტი;
- გინეკოლოგია: დაჭიმულობა და ტკივილი სარძევე ჯირკვალში;
- უროლოგია: ცისტიტი, ეპიდიდიმიტი;
- სტომატოლოგია: პერიოდონტიტი;
- ნახველის დრენირების გაძნელებისას: ბრონქიტის, ბრონხიალური ასთმის, ფილტვების ტუბერკულოზის დროს.
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში სისხლდენის საშიშროებების და სისხლის შედედების დარღვევების დროს, ასევე პაციენტებში თირკმლის და ღვიძლის მძიმე პათოლოგიებით.
გამონაყარი და სიწითლე. მკურნალობისას თუ შეინიშნება ეს რეაქციები, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
დიარეა, იშვიათად ანორექსია, კუჭის გაღიზიანება, ღებინების შეგრძნება ან ღებინება.
იშვიათად სისხლდენისკენ მიდრეკილება (სისხლდენა ცხვირიდან, სისხლი ამოხველების დროს).
ანთებითი შეშუპების დათრგუნვა და პოსტოპერაციული და პოსტრავმატული შეშუპების შემსუბუქება.
ხელს უწყობს ანტიბიოტიკების შეღწევადობას ქსოვილებში.
ათხიერებს და ამსუბუქებს ნახველის გამოდევნას.
ჩირქოვანი კერების გაწმენდა და დეზინფექცია.
ერთი კაფსულა სამჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
სერატიოპეპტიდაზა აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას. პრეპარატების ასეთი კომბინაცია მიღებული უნდა იქნას ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
პროტესოლი, 3 ბლისტერი ყუთში, ყოველ ბრისტერზე 10 კაფსულა.
მშრალ, გრილ (15°C – 25°C), მზის სხივებისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ წარმოადგენს წამალს - შემადგენლობაში შედის მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტები.