
აღწერილობა
თეთრი ტაბლეტები, წყალში ჩაშვებისას მიიღება გამჭვირვალე სითხე
შემადგენლობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს: 500მგ პარაცეტამოლს.
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ბიკარბონატი, პოვიდონი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, დიმეთიკონი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის კარბონატი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არანარკოტიკული ანალგეტიკი. ათქ კოდი NO2BE01
ფარმაკოლოგიური მოქმედება
პარაცეტამოლს გააჩნია სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი და სუსტი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პრეპარატი არ იწვევს კუჭის ლორწოვნის გაღიზიანებას.
ჩვენება
პანადოლი ინიშნება თავის ტკივილის, შაკიკის, კბილის, ყელის, წელის, კუნთების ტკივილის და მტკივნეული მენსტრუაციის დროს.
პანადოლი ასევე ინიშნება როგორც სიცხის დამწევი საშუალება გრიპის და გაციების დროს. პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილებისათვის..
უკუჩვენება
პრეპარატის მიღება არ შეიძლება პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად, თუ პაციენტს აღენიშნება
მომატებული მგრძნობელობა პარაცეტამოლის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციების გამოხატული დარღვევის, გლუკოზ-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას გენეტიკური არარსებობის, სისხლის დაავადებების დროს. პრეპარატი მიიღება სიფრთხილით ჟილბერის სინდრომის (კონსტიტუციური ჰიპერბილირუბინემია) დროს.
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში.
გაფრთხილება
პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის მქონე
პაციენტებში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პანადოლის ტაბლეტების ერთობლივი მიღებისას ბარბიტურატებთან, დიფენინის, კარბამაზეპინის, რიფამპიცინის ზიდოვუდინის და ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების სხვა ინდუქტორებთან, ასევე მეტოკლოპრამიდთან დომპერიდონთან, ქოლესტირამინთან ერთად, ჰეპატოტოქსიური მოქმედების რისკი იზრდება.
რეკომენდებულია პანადოლისა და ანტიკოაგულანტების ხანგრძლივად ერთობლივი მიღებისგან თავის შეკავება.
ღვიძლის ტოქსიური დაზიანების თავიდან ასაცილებლად, პარაცეტამოლის მიღება არ შეიძლება ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად, ასევე იმ პირებში რომელთაც ახასიათებს ალკოჰოლის ქრონიკული გამოყენებისადმი მიდრეკილება.
პაციენტებმა, რომლებიც არიან ნატრიუმის მცირე შემცველი საკვების დიეტაზე, უნდა გაითვალისწინონ, რომ 1 ტაბლეტი შეიცავს 427 მგ ნატრიუმს.
შარდის ანალიზის ჩატარებისას შაქრის ან შარდმჟავას შემცველობაზე, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტს მიღებული აქვს პრეპარატი.
პრეპარატი მიიღება სიფრთხილით ფრუქტოზის აუტანლობისას, რადგანაც ის შეიცავს სორბიტოლს.
დოზირება და მიღების წესი
პანადოლის ტაბლეტები უნდა გაიხსნას არანაკლებ 100 მლ (ნახევარი ჭიქა) წყალში.
მოზრდილებში: ძირითადად, 1-2 ტაბლეტი დღეში 3-4-ჯერ თუ აუცილებელია. მინიმალური ინტერვალი პრეპარატის განმეორებით მიღებამდე არანაკლებ 4 საათი. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 8 ტაბლეტი. (4გ).
6-12 წლამდე ბავშვებში - 1 ტაბლეტი დღეში 3-4-ჯერ აუცილებლობის შემთხვევაში. მინიმალური ინტერვალი პრეპარატის განმეორებით მიღებამდე არანაკლებ 4 საათი. მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 1 ტაბლეტი, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა -2 ტაბლეტი. (2 გ)
ბავშვებისათვის დოზას ანგარიშობენ სხეულის წონის მიხედვით. მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 10-15 მგ/კგ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა -60 მგ/კგ
ბავშვებში რეკომენდირებულია პანადოლის მიღება ბავშვებისათვის განკუთვნილი ფორმით.
ექიმის კონსულტაციისა და დაკვირვების გარეშე პრეპარატის მიღება რეკომენდებულია მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში, როგორც სიცხის დამწევი საშუალება და მაქსიმუმ 5 დღის განმავლობაში, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
არ შეიძლება დოზის გადაჭარბება. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, თუნდაც გვერდითი ეფექტების გამოვლენის გარეშე, საჭიროა ექიმის დაუყოვნებელი კონსულტაცია.
გვერდითი ეფექტები
რეკომენდებული დოზით მიღებისას პრეპარატს იშვიათად ახასიათებს გვერდითი ეფექტები. შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება, როგორიცაა კანის ალერგიული რეაქციები, ქავილი, კვინკეს შეშუპება. იშვიათად ვლინდება სისხლის სურათის შეცვლა-თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი. პრეპარატის ხანგრძლივი მიღების ან დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ჰეპატო ან ნეფროტოქსიური მოქმედება.
უჩვეულო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზირება
პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, კანის საფარველის სიფერმკრთალე, ჰეპატონეკროზი; 1-2 დღის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ღვიძლის მწვავე დაზიანების ნიშნები. რთულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ღვიძლის უკმარისობა და კომატოზური მდგომარეობა.
პრეპარატით მოწამვლაზე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ექიმის დაუყოვნებელი კონსულტაცია.
დახმარება ექიმის მოსვლამდე: პაციენტს უნდა ამოერეცხოს კუჭი და მიეცეს აქტივირებული ნახშირი.
გამოშვების ფორმა
2-4 ტაბლეტი ლამინირებულ სტრიპში. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 6 სტრიპი 2 ტაბლეტით, 12 სტრიპი 2 ტაბლეტით ან 6 სტრიპი 2 ტაბლეტით ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
4 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემა
ურეცეპტოდ.