
ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება ნევრალგიების, მიალგიების, ართრალგიების დროს.
მენოვაზინი- ვიშპა
(Menovasin - Vishpha )
მოქმედი ნივთიერებები: რაცემიული მენთოლი, პროკაინის ჰიდროქლორიდი, ბენზოკაინი;
100 მლ ხსნარი შეიცავს: რაცემიული მენთოლი - 2,5 გ, პროკაინის ჰიდროქლორიდი - 1 გ, ბენზოკაინი - 1 გ;
დამხმარე ნივთიერება: ეთანოლი 70%.
სამკურნალწამლო ფორმა : ხსნარი გარეგანი გამოყენებისთვის.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური საშუალებები: გამჭვირვალე, უფერული სითხე, მენთოლის სუნით.
იხილეთ ბლოგი: მენოვაზინი — ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი ხსნარის, სპრეისა და მალამოს სახით
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
ადგილობრივად გამოყენებადი საშუალებები, სახსროვანი და კუნთოვანი ტკივილისას.
ATX კოდი M02AX.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
პრეპარატი ახდენს ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას და ადგილობრივად მაანესთეზირებელ ეფექტს. კანსა და ლორწოვან გარსებზე დატანისას, იწვევს ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებას, რომელსაც თან ახლავს სიცივის, მსუბუქი წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება.
ახდენს მსუბუქ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.
ადგილობრივი გამოყენებისას პრეპარატი არ მიეწოდება სისხლის კალაპოტში.
კლინიკური მახასიათებლები.
პრეპარატი გამოიყენება ნევრალგიების, მიალგიების, ართრალგიების დროს.
პრეპარატი უკუნაჩვენებია ნოვოკაინისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
სათანადო უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას.
არ დაიტანოთ დაზიანებულ კანზე და ალერგიის ნიშნების მქონე კანზე. არ დაიტანოთ სახის კანზე.
არ უნდა დაარღვიოთ სამკურნალწამლო საშუალების გამოყენების წესები, ამან შეიძლია ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან და ურთიერთქმედებების სხვა სახეობები.
პრეპარატის კომპონენტები (ნოვოკაინი, ანესთეზინი) ასუსტებენ სულფანილამიდური პრეპარატების ანტიბაქტერიალურ მოქმედებას. აძლიერებენ ადგილობრივად მაანესთეზირებელი მოქმედების მქონე პრეპარატების ეფექტებს.
სხვა რომელიმე სამკურნალწამლო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას უნდა შეატყობინოთ ექიმს.
განსაკუთრებული გაფრთხილებები.
გამოყენება ორსულობისა ან ლაქტაციის პერდიოდში.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დედის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისა ან ბავშვის პოტენციალურ რისკს.
რეაქციის სიჩქარეზე გავლენის უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას.
არ ახდენს ზეგავლენას.
პრეპარატი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის. პრეპარატი შეიზილება მტკივნეულ უბნებზე 2-3-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე, სიმძიმეზე, პრეპარატის ეფექტზე, აგრეთვე მკურნალობის ხასიათზე (მონოთერაპია ან სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან კომპლექსში).
ბავშვები.
პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
ჭარბი დოზირება.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია გაგიჩნდეთ თავბრუსხევა, საერთო სისუსტე, არტერიალური წნევის დაწევა, ალერგიული რეაქციები. ასეთი სიმპტომების გაჩენისას აუცილებელია პრეპარატის მოხსნა, ნარჩენები წყლით ჩამოიბანეთ კანის ზედაპირიდან, ჩაიტარეთ სიმპტომატიკური თერაპია.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ჰიპერემია, კანის გაღიზიანება, ქავილის შეგრძნება, გამონაყარი, ჭინჭრის ციებ-ცხელება).
რომელიმე არასასურველი რეაქციის გაჩენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს!
ვარგისობის ვადა.3 წელი.
პრეპარატი არ უნდა გამოიყენოთ შეფუთვაზე, მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ!
შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა.
40 მლ შუშის ფლაკონებში.
გაცემის კატეგორია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.