
ჩვენება: გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება ნეიროენდოკრინული დარღვევებით გამოწვეული თავის ტვინის მეტაბოლური ცვლილებების მკურნალობის დროს.
ლიპოსომ ფორტე
აქტიური ნივთიერება: 28 მგ ჰიპოთალამუსის ფოსფოლიპიდები
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი. ფოსფატის ორფუძიანი დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ფოსფატის ერთფუძიანი დიჰიდრატი, პ-ჰიდროქსიბენზოინის მჟავას ეთერები, საინექციო წყალი შესაბამისი 2 მლ-სთვის.
ფარმაცევტული ფორმა
საინექციო ხსნარი ინტრავენური ან ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის.
28მგ/2მლ საინექციო ხსნარი, 5 ამპულა.
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა ფარმაცევტული პროდუქტები.
გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება ნეიროენდოკრინული დარღვევებით გამოწვეული თავის ტვინის მეტაბოლური ცვლილებების მკურნალობის დროს.
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
ინექციის მიდამოში ინფექცია ანკანის საფარველის დაზიანება.
პროდუქტი არ ითვალისწინებს განსაკუთრებული სიფრთხილის ზომებს გამოყენებისას.
პრეპარატის სხვა წამლებთან კლინიკური მნიშვნელობის ურთიერთქმედება დადგენილია არ არის.
შესაძლებელია პროდუქტის შეყვანა სხვა ფარმაცევტულ პროდუქტებით მკურნალობის დროს, როგორიცაა ნეიროლეფსიური საშუალებები ჰიპერპროლაქტინემიის საწინააღდეგო პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (ამცირებს მოქმედების შეფერხებას და ზრდის ეფექტურობას) და კარდიოლოგიური სამკურნალო პრეპარატები.
პროდუქტის მიღება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ექიმის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ. პროდუქტი გავლენას არ ახდენს მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
დღეში 1 ამპულა ინტრამუსკულური ან ინტრავენური ინექციის სახით. მკურნალობის კურსი განისაზღვრება ექიმის დანიშნულებით.
გვერდითი მოვლენები
არასასურველი გვერდითი მოვლენები დაფიქსირებული არ არის. გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს,
ჭარბი დოზირება
რეკომენდებული დოზებით მკურნალობისას ჭარბი დოზირების სიმპტომები არ გამოვლენილა.
შემთხვევითი ჭარბი დოზირებისას მკურნალობა სიმპტომურია.
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C. შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე!
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ
გამოშვების ფორმა
საინექციო ხსნარი კუნთებში ან ვენაში ინექციისათვის.
ნარინჯისფერი მინის 2მლ ამპულა.
5 ამპულა პოლივინილქლორიდის ფირფიტოვან უჯრედოვან-კონტურულ შეფუთვაში.
გახსნის ინსტრუქცია
დაიჭირეთ ამპულა, ისე როგორც ნაჩვენებია 1 ნახატზე
ფერად წერტილზე მოახდინეთ ცერით მსუბუქი დაწოლა, ისე როგორც ეს ნაჩვენებია 2 ნახატზე.