ლინკას ორვი
გრანულები
ანისულის, ილის, შოკოლადის, ყავის, ლიმნის გემოთი

ლინკას ორვი მცენარეული გრანულები წარმოადგენენ კარგად შერჩეული მცენარეების ოპტიმალურ დაბალანსებულ შემადგენლობას ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ამოსახველებელი და შეგუბების საწინააღმდეგო მოქმედებით.
საერთო ჯამში მათ გააჩნიათ ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება და დადასტურებულია მათი ეფექტურობა ისეთი ვირუსული ინფექციების წინააღმდეგაც, როგორიცაა გრიპი.
ლინკას ორვი გრანულები ადვილად იხსნებიან წყალში.
ლინკას ორვი - ეს არის სწრაფად ხსნადი გრანულები უნივერსალური მოქმედებით სხვადასხვა ეთიოლოგიის ხველისას, გაციებისას, გრიპისას, ტემპერატურის მომატებისას, თავისა და ფიზიკური ტკივილებისას.
ლინკას ორვი - ეს არის პრეპარატი სასიამოვნო გემოთი, რომელიც შეიცავს სუფთა სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტებს და არ შეიცავს რაიმე სახის სინთეთიკურ და ქიმიურ ნივთიერებებს.
ლინკას ორვი არ იწვევს ძილიანობას, არ ახასიათებს მიჩვევის ეფექტი და უსაფრთხოდ შესაძლებელია მისი გამოყენება უფროსებში და ბავშვებში.

ლინკას ორვის შემადგენლობა:
კომპონენტი რაოდენობა
Salix alba 750.00 mg
Adhatoda vasica 300.00 mg
Glycyrrhiza glabra 550.00 mg
Viola odorata 100.00 mg
Valeriana officinalis 100.00 mg
Foeniculum vulgare 75.00 mg
Eucalyptus globules 35.00 mg
Thea sinensis (ჩინური ჩაის ფოთლები) 125.00 mg

ლინკას ორვის შემადგენელი კომპონენტების განსაკუთრებული თვისებები:
Salix alba- თეთრი ტირიფის ფესვი შეიცავს სალიცინს და გამოიყენება ტკივილისა და ცხელების სამკურნალოდ. სალიცინი აძლიერებს პრეპარატის ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ, მადეზინფიცირებელ და ანტისეპტიკურ თვისებებს.
Adhatoda vasica- შეიცავს მწარე არააორთქლებად ვაზილინის ალკალოიდს, რომელიც უზრუნველყოფს ინსტის ანტისეპტიკურ თვისებებს და გააჩნია არაჩვეულებრივი ამოსახველებელი მოქმედება.
Glycyrrhiza glabra- ახდენს დამარბილებელ და ამოსახველებელ მოქმედებას ტრაქეალური ლორწოვანი სეკრეციის სტიმულირების შედეგად.
Viola odorata- არის ანტიჰისტამინური, ამოსახველებელი და სიცხის დამწევი საშუალება.
Valeriana officinalis- არის დამამშვიდებელი საშუალება და ხელს უწყობს თავის ტკივილის, ხველის, კანკალის დროს მდგომარეობის გაუმჯობესებას
Foeniculum vulgare ეფექტურია სასუნთქი გზების დაავადებისას, ნაწილობრივ ასთმისა და ბრონქიტისას.
Eucalyptus globules - ეხმარება თავისი ანტისეპტიკური და ამოსახველებელი მოქმედებით.
Thea sinensis (ჩინური ჩაის ფოთლები) იწვევს კომფორტულობის და გამოცოცხლების შეგრძნებას მასტიმულირებელი ეფექტის შედეგად

გამოყენების ჩვენებები:
ყელის გაღიზიანება
ხველა
გრიპი
ცხვირის შეგუბება
ცხელება
გაციება
თავისა და ფიზიკური ტკივილები

გამოყენების ინსტრუქცია
პაკეტი იხსნება ერთ ჭიქა ცხელ წყალში ან ჩაიში და დალიეთ ნელ-ნელა.

დოზირება:
ერთი პაკეტი 2-3 ჯერ დღეში.

განსაკუთრებული მითითებები:
გრანულები შეიცავენ საქაროზას, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის, ასევე ჰიპოკალორიული დიეტისას.

გვერდითი ეფექტები:
ალერგიული რეაქციები მოსალონდელია პაციენტებში, რომლებთაც ახასიათებთ ალერგია ლინკას ორვის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

ჭარბი დოზირება
არ არის ცნობილი

გამოშვების ფორმა:
პაკეტები; ყოველი კოლოფი შეიცავს 5/10 პაკეტს.

შენახვის ვადა:
3 წელი გამოშვების თარიღიდან.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25º C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:
პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ.
შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას.