
ჩვენება: რევმატოიდული და სხვა სახის ართრიტების, პერიართრიტების, მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტის, სხვადასხვაგვარი დერმატიტების, დერმატოზების, მწვავე და ქრონიკული ალერგიული დაავადებების დროს
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდებები:
Dexamethasone; (9-ფტორ-11β,17,21-ტრიჰიდროქსი-16α-მეთილპრეგნა-1,4-დიენ-3,20-დიონი);
აღწერა:
თეთრი ფერის ტაბლეტები;
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს დექსამეტაზონს - 0.0005 გ დაშემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: შაქარი, კარტოფილის სახამებელი და სტეარინის მჟავა.
იხილეთ ბლოგი: დექსამეტაზონი — რა უნდა ვიცოდეთ ძლიერი აქტიური ნივთიერების გამოყენებამდე?
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
გლუკოკორტიკოსტეროიდები.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
გამოყენების ჩვენებები:
დექსამეტაზონით ინიშნება აუცილებელი ჩვენებების არსებობისას და ექიმის კონტროლის ქვეშ შესაძლო უკუჩვენებებისა და გართულებების გათვალისწინებით. მკურნალობა თანდათან წყდება,
ვინაიდან პრეპარატის გამოყენების უეცარი შეწყვეტა იწვევს პათილოგიური პროცესის გართულებას. მკურნალობის ბოლოს მიზანშეწონილია კორტიკოტროპინის რამოდენიმე ინექციის დანიშვნა (10-20 ერთ. დღე-ღამეში). აუცილებელია არტერიული წნევის, სისხლში გლუკოზას შემცველობის, სისხლის შედედების, დიურეზისა და სხეულის წონის მუდმივი კონტროლი.
შაქრიანი დიაბეტის, ტუბერკულოზის, ბაქტერიული და ამებური ინფექციის, თრომბოემბოლიების, გულისა და თირკმელების უკმარისობის დროს პრეპარატი ძალიან ფრთხილად გამოიყენება და იმ პირობით, რომ შეიძლება ძირითადი დაავადების ადეკვატური მკურნალობის ერთდროული ჩატარება. თუ ანამნეზში არის მითითება ფსიქოზზე, თერაპია ტარდება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებებით.
ორსულობის პერიოდში გამოყენება შეიძლება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებებით. დექსამეტაზონით თერაპიის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
დექსამეტაზონი ინიშნება:
გამოყენების წესი და დოზები:
ინიშნება ჭამის დროს ან მის შემდეგ. დღე-ღამის ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებში შეადგენს 0.002-0.003 გ (2-3 მგ), ხოლო მძიმე შემთხვევებში - 0.004-0.006 გ-მდე. თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ დოზა თანდათან მცირდება და შემანარჩუნებელ დოზაზე გადადის - 0.0005-0.001 გ (0.5-1 მგ) დღეში. დღის დოზა ინიშნება 2-3 მიღებად. ბავშვებში, ასაკის მიხედვით, პედიატრის შეხედულებისამებრ და კონტროლის ქვეშ ინიშნება 0.00025 გ-დან (0.25 მგ, ე.ი. 1/2 ტაბლეტი) 0.002 გ-მდე (2 მგ, ე.ი. 4 ტაბლეტი). დღე-ღამის დოზა მიიღება 3-4 მიღებად.
გვერდითი მოქმედება:
კარგი ამტანობით ხასიათდება, მაგრამ დიდი დოზებისას და მის მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ხანგრძლივი გამოყენებისას უაცილებელია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვის შესაძლებლობა ჰორმონების ბიოსინთეზის დათრგუნვით.
უკუჩვენებები:
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
შენახვის პირობები და ვადა:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას. შენახვის ვადა - 3 წელი.
გაცემის პირობები:
რეცეპტით.
შეფუთვა:
50 ტაბლეტი პენალებში ან კონტურულ დანაყოფებიან კოლოფში.