ბრეინიდი

Brainneed

(ბიოლოგიურად აქტიური დანამატი)

შემადგენლობა:

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

ცერებროპროტეინის ჰიდროლიზატს - 90 მგ.

Cerebroproteinhydrolysate - 90 mg

ბრეინიდი გამოიყენება:
• ნევროლოგიური და ფსიქიატრიული პათოლოგიების სხვადასხვა ფორმების დროს, რომლებსაც თან ახლავს კოგნიტური და ინტელექტუალური ფუნქციების დარღვევა.

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული მოშლის დროს.
• იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის შემდგომ აღდგენით პერიოდში. ბრეინიდის გამოყენება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების მქონე ავადმყოფებში ამცირებს ინსულტის კლინიკური გამოვლინებების გამოხატულებას და აუმჯობესებს რეკონვალესცენციის პერიოდის მიმდინარეობას.
• თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების დროს (ქალა-ტვინის და ზურგის ტვინის ტრავმა.

თავისა და ზურგის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა.
• ქრონიკული ცერებროვასკულური პათოლოგიების დროს.

პაციენტებში ასაკობრივი დემენციით და ალცჰაიმერის დაავადებით.

მოქმედების მექანიზმი:

გააჩნია ნოოტროპული მოქმედება. • აუმჯობესებს და არეგულირებს ნეირონულ გადაცემას, ახდენს სინაპსური პლასტიურობის მოდულაციას.

• ხასიათდება ნეიროსპეციფიური მულტიმოდალური ეფექტით.

• ასტიმულირებს თავის ტვინში ცილების აერობულ ცვლას, იცავს ნეირონებს ლაქტაციდოზის დამაზიანებელი მოქმედებისგან.

• ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნის პროცესს, ახდენს ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების ინჰიბირებას.

• ახდენს კალციუმ დამოკიდებული პროტეაზების ბლოკირებას, ამცირებს გლუტამატის ნეიროტოქსიურ მოქმედებას.

• ზრდის ნეირონების მდგრადობას ჰიპოქსიისა და იშემიის პირობებში.

გვერდითი ეფექტები:

თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, ცხელება, გაღიზიანებადობა.

სიფრთხილის ზომები

არ გამოიყენოთ თუ მკურნალობთ კოლხიცინით, ქლორამფენიკოლით, ამინოსალიცილის მჟავათი.

•არ მიიღოთ ალკოჰოლთან ერთად.

წინააღმდეგ ჩვენება:

ეპილეფსია, თირკმლის მძიმე დაავადებები, ჰიპერმგრძნობელობა ჰიდროლიზებული ცილის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია

ბრეინიდის უსაფრთხოება არ არის დადგენილი ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში, ამიტომ უმჯობესია ამ პერიოდში არ გამოიყენოთ.

დოზირება:

1 ან 2 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს, ან ჭამის შემდეგ.

დოზის გადაჭარბება:

არ მიიღოთ რეკომენდირებულზე მეტი დოზა. დოზის გაზრდა არ გააუმჯობესებს თქვენს სიმპტომებს.

ძალიან მაღალი დოზით მიღებისას შესაძლებელია ტაქიკარდია, ალერგიული რეაქციები, დიარეა. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ სამკურნალო დაწესებულებას და ექიმს.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები, 30 ტაბლეტი შეფუთვაში.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ ადგილას 30 ° C ტემპერატურამდე.

WEST-COAST International Inc.