
ჩვენება:აღადგენს რქოვანასა და კონიუნქტივის ზედაპირს, ხსნის უცხო სხეულის შეგრძნებას, თვალის სიმშრალეს, წვას, გაღიზიანებას.
10მლ ბოთლი
შემადგენლობა:
TSP, ნატრიუმის ჰიალურონატი, მანიტოლი, ნატრიუმის ორფუძიანი დიჰიდრატი, ნატრიუმის ფოსფატის მონოჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი,საინექციო წყალი
გამოშვების ფორმა:
ქსილოიალი არის ოფთალმოლოგიური ხსნარი , 10მლ ბოთლი.
რა არის ეს?
ქსილოიალი TSP -სა და ჰიალურონის მჟავის შემცველი ოფთალმოლოგიური ხსნარია. ატენიანებს და პოხავს თვალს. აქვს აღმდგენი და დამცავი ფუნქციები: ჰიალურონის მჟავა - მუკომიმეტური თვისების მქონეა პოხავს თვალის ზედაპირს, TSPკი აღადგენს საცრემლე აპკს, იცავს და ინარჩუნებს აღდგენილ მდგომარეობაში.
როდის გამოიყენება?
ქსილოიალი არის ოფთალმოლოგიური ხსნარი დაფუძნებული TSP –სა და mაღალი მოლეკულური წონის მქონე ნატიურმის ჰიალურონატზე, რომელიც მიიღება ბიოტექნოლოგიური სინთეზის გზით. ნატრიუმის ჰიალურონატს აქვს მუკომიმეტური თვისება,ოპტიმალურად პოხავს თვალის ზედაპირს რადგან არის ბლანტი მოლეკულა. ასტაბილურებს საცრემლე აპკსა და ეფექტურად ატენიანებს თვალის ზედაპორს.
TSP არის ბუნებრივი ნივთიერება, რომელიც მიიღება მცენარის(Tamarindus Indica) თესლისაგან. თვალის ზედაპირზე TSP ქმნის დამცავ აპკს რაც ხელს უწყობს საცრემლე აპკისა და თვალის ზედაპირის ფიზიოლოგიური ბალანსის აღდგენას. TSP-სა და ჰიალურონის მჟავას კომბინაცია ქმნის სინერგისტულ ეფქტს -აღადგენს რქოვანასა და კონიუნქტივის ზედაპირს და იცავს თვალს გაღიზიანებისაგან, რაც გამოწვეულია გარემო ფაქტორებით: ქარი, მზე, მშრალი, კონდიცირებული ჰაერი, კომპიუტერთან ხანგრძლივი დროის დაყოვნება, მარილიანი წყალი, კვამლი, ჭარბი სინათლე.ასევე თვალზე ქირურგიული ჩარევა, კონიუნქტივიტი და კონტაქტური ლინზების ტარება.
გამოყენების წესები და დოზირება
ბოთლზე ხელის მსუბუქი მოჭერით თითო წვეთი ჩაიწვეთეთ თვალში.საჭიროების მიხედვით რამდენიმეჯერ ჩაწვეთება შესაძლებელია
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
მწარმოებელი:
ფარმიგეა ს.პ.ა ,იტალია