
ჩვენება: რეკომენდებულია ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი და დისტროფიული დაავადებების სამკურნალოდ.
ფიტოსტიმოლინი® 600 მგ ვაგინალური სუპოზიტორია
Fitostimoline
Triticum vulgare-ს წყლიანი ექსტრაქტი
სამკურნალო კლასი
გინეკოლოგიური
ფიტოსტიმოლინი® 600მგ ვაგინალური სუპოზიტორია რეკომენდებულია ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი და დისტროფიული დაავადებების სამკურნალოდ.
აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
ნებისმიერი პროდუქტის გამოყენებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდით, შეიძლება გამოიწვიოს მომატებული მგრძნობელობის განვითარება. ასეთ შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს და, საჭიროების შემთხვევაში, დაინიშნოს სხვა და შესაფერისი თერაპია. იგივე შეიძლება განვითარდეს არამგრძნობიარე მიკრობების შემთხვევაში.
ურთიერთქმედებები
იმ შემთხვევაში, თუ ახლახანს მიიღეთ რაიმე სხვა პრეპარატი, ისეთიც კი, რომელსაც არ სჭირდება სამედიცინო დანიშნულება, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ურთიერთქმედებები ან შეუთავსებლობები დაფიქსირებული არ ყოფილა.
განსაკუთრებული ინსტრუქციები
ორსულობა და მეძუძურობა
ფიტოსტიმოლინი® 600 მგ ვაგინალური სუპოზიტორიის გამოყენება, დაბრკოლების გარეშე, შესაძლებელია ორსულობის ან მეძუძურობის დროს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება
ფიტოსტიმოლინი® 600 მგ ვაგინალური სუპოზიტორიის გამოყენება არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე.
1 ვაგინალური სუპოზიტორია ღამით, ექიმის დანიშნულების მიხედვით.
გამოყენების წესი:
მოათავსეთ ვაგინალური სუპოზიტორია ღრმად საშოში.
ჭარბი დოზის მიღება
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევები არ არის დაფიქსირებული.
ფიტოსტიმოლინის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორც ყველა სხვა პრეპარატს, ფიტოსტიმოლინსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს ყველა პაციენტში არ ვლინდება.
გვერდითი მოვლენები არ არის მითითებული.
გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის შემცირების მიზნით, დაიცავით შეფუთვის ჩანართში არსებული ინსტრუქციები.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა დამძიმდება ან თუ გამოვლინდება ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არაა მითითებული წინამდებარე შეფუთვის ჩანართში, ინფორმაცია მიაწოდეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეამოწმეთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადა.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადა ვრცელდება დაურღვეველ შეფუთვაში წარმოდგენილ და სწორად შენახულ პროდუქტზე.
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ პროდუქტი არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
პრეპარატების გაუვნებელყოფა არ შეიძლება გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. მიმართეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ გამოუყენებელი პრეპარატები. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ერთი 3,5გ ვაგინალური სუპოზიტორია შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: Triticum vulgare-ს წყლიანი ექსტრაქტი (200მგ/100მლ მშრალი ნარჩენი) 600მგ.
დამხმარე კომპონენტები: 2-ფენოქსიეთანოლი; მაკროგოლ 400; მაკროგოლ 1500; მაკროგოლ 12000.
ვაგინალური სუპოზიტორია
შეფუთვა შეიცავს ექვს 3,5გ ვაგინალურ სუპოზიტორიას.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.