PSP.GE
პოლ-პალა ბალახი 50გ

pol-pola - პოლ-პალა ბალახი 50გ

#2228_544
3.26₾

Characteristics

Status
In stock in pharmaciesFind in Pharmacy
Brand country
Georgia
Quantity & form
1 ფლაკონი
Active ingredient
aerva lanata

Short description

ჩვენებები: პიელონეფრიტი, თირკმლისა და შარდგამომყოფი გზების კენჭოვანი დაავადება, ცისტიტი, ურეთრიტი, ქოლეცისტიტი, ნაღვლკენჭოვანი დაავადება, ჰიპერტენზია, შესიება

Full description

გამოყენების ინსტრუქცია
პოლ-პალას ბალახი - HERBA AERVAE LANATAE  

ფარმაკოლოგიური მოქმედება
მცენარეული წარმოშობის საშუალება; ნაყენს ახასიათებს დიურეზული და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. ზრდის ორგანიზმიდან Na+, Ca+ და უმცირესი რაოდენობით K+ გამოყოფას. ამცირებს სისხლის შრატში შარდოვანას კონცენტრაციას.    

გამოყენების ჩვენებები
პიელონეფრიტი, თირკმლისა და შარდგამომყოფი გზების კენჭოვანი დაავადება, ცისტიტი, ურეთრიტი, ქოლეცისტიტი, ნაღვლკენჭოვანი დაავადება, ჰიპერტენზია, შესიება, მარილების ცვლის დარღვევებთან დაკავშირებულ დაავადებები (პოდაგრა, სპონდილოზი, პოლიართრიტი).

ნაყენის მომზადების წესი  
3გ (1 სუფრის კოვზი) დაწვრილმანებულ ბალახს ჩაიდანში ან თერმოსში ასხამენ 200-250 მლ მდუღარე წყალს, აყოვნებენ 12 სთ (თერმოსში დაყენებისას-1სთ) და შემდეგ ფილტრავენ გამოწურვით. 

გამოყენების წესი და დოზები  
მიიღება თბილი ნაყენი 100 მლ 2 ჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამამდე. სასურველია კოკტეილის ჩხირების გამოყენება (კბილების დასაცავად). მკურნალობის კურსი 10-30 დღე.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა, ოსტეოპოროზი, ჰიპოპარათირეოზი, რაქიტი და ბავშვობის ასაკი.

თანამდევი მოქმედება
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
   
გამოშვების ფორმა
პოლ-პალას ბალახს აფასოებენ 50გ ქაღალდის შეკვრაში, 
რომელსაც ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

ვარგისობის ვადა
3 წელი.

შენახვის პირობები
მშრალ, გრილ ადგილას.

გაიცემა ურეცეპტოდ

3.26₾3.26₾-0%
1 pcs
სწრაფი მიწოდება
მიწოდება 1 საათის განმავლობაში
რჩეული ბრენდები
მსოფლიოს ნომერ პირველი ბრენდები
გარანტირებული ხარისხი
მხოლოდ რჩეული პროდუქცია
საუკეთესო კატალოგი
45 000+ დასახელების პროდუქცია