
ჩვენება: გასტროეზოფაგური რეფლუქსისა და ლარინგო-ფარინგეალური რეფლუქსის დროს გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალება.
მარიალი
გასტროეზოფაგური რეფლუქსისა და ლარინგო-ფარინგეალური რეფლუქსის დროს გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალება.
E-gastryal (ჰიალურონის მჟავა, ჰიდროლიზური კერატინი, ტარას და ქსანტანის ფისი, გამოხდილი წყალი), მაგნიუმის ალგინატი, სუკრალოზა, კალიუმის სორბიტი, ნატრიუმის ბენზოატი, არომატორი, გამოხდილი წყალი. არ შეიცავს გლუტენს, GMO და ლაქტოზას!
იხილეთ ბლოგი: მარიალი - გელი გულძმარვისა და ხველის სამკურნალოდ
მარიალი სტიკ გელი შიგნით ანუ პერორალური გმოყენებისთვის, ამცირებს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (გულძმარვა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, გულისრევა) და ლარინგო-ფარინგეალური რეფლუქსის სიმპტომებს (ხველა, დისფონია, ოდინოფაგია, ლარინგოსპაზმი, არასასიამოვნო სუნი პირიდან, ასთმა, დისპნოე, რინორეა). კომპოზიცია რომელიც დამზადებულია ტარას და ქანტანის ფისზე საშუალებას აძლევს პროდუქტს შეეწებოს საყლაპავის ტრაქტის ლორწოვან გარსს, რაც საშუალებას აძლებს ჰიალურონის მჟავას და ჰიდროლიზურ კერატინს იმოქმედოს ლოკალურად, დაიცვას ლორწოვანი გარსი აგრესიული ფაქტორების (ნაღვლის მჟავები, მარილმჟავა) დამაზიანებელი მოქმედებისაგან და ხელი შეუწყოს მის აღდგენას. მარიალი გავლენას არ ახდენს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მოქმედებაზე და შესაძლებელია კომბინაციაში დანიშვნა.
გამოყენების წინ საჭიროა შენჯღრევა. 12 წლიდან მოზრდილებში 15მლ ჭამის შემდეგ; 3-12 წლამდე ბავშვებში 7,5მლ ჭამის შემდეგ; მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
არ უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მიერ რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენება თუ შეფუთვა დაზიანებულია. ბუნებრივი ნივთიერებების არსებობამ შეიძლება შეცვალოს პროდუქტის ორგანოლეპტიკური მახასიათებლები (სუნი, ფერი, გემო) მისი ხარისხის შეალახვის გარეშე.
გამოშვების ფორმა:
20 სტიკი 15მლ-0,51 fl.oz.