გამოიყენება ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების საპროფილაქტიკოდ.
MAGNET მაგნეტი
1 კაფსულა შეიცავს: მაგნიუმის ბისგლიცინატი 500 მგ, რაც შეესაბამება 100 მგ
მაგნიუმს (Mg++ ); პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური,ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ- მეთილცელულოზა.
მაგნიუმი-ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას. მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ნუკლეინის მჟავების ცვლის პროცესებში. Mg აუცილებელია კუნთების მუშაობისა და ნერვული სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისთვის. ხელს უწყობს ძვლების და კბილების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას. პირიდოქსინი (ვიტამინი B6) -არეგულირებს ნერვული სისტემის მეტაბოლიზმს. მონაწილეობს ცილების და გლიკოგენის ცვლაში.
ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა:
• ნერვ-კუნთოვანი აგზნებადობის დარღვევა
• ძილის დარღვევა;
• ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა;
რეკომენდებულია 1 კაფსულა დღეში; საჭიროების შემთხვევაში - ექიმის რეკომენდაციით 1 კაფსულა 2-3 ჯერ დღეში. ორსულებში პრეპარატის მიღების კლინიკური გამოცდილებით არ გამოვლენილა ნაყოფის განვითარების მანკები ან ფეტოტოქსიკური მოქმედება.
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ. გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა შეფუთვაში.
ინახება არა უმეტეს 25° C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
გაფრთხილება: საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული დაბალანსებული დიეტის შემცვლელად. მნიშვნელოვანია დაიცვას მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი, არ გადააჭარბოთ მკაცრად რეკომენდებულ დღიურ დოზას. არ არის რეკომენდებული 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.