
ჩვენება:გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში,როგორც დამხმარე საშუალება,შიგნითა და გარეთა ბუასილის,ანალური ნაპრალის,ანალური ქავილის მკურნალობისას.
„თურმანიძე + ბალზამი ბუასილისთვის“
პარასამკურნალო საშუალება
ქსოვილთა რეგენერაციის ხელშემწყობი პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის.
ფიჭვის ფისი, თაფლის სანთელი (თეთრი ან ყვითელი), მზესუმზირის ზეთი, ვარდის არომატიზატორი, წყალი.
გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში,როგორც დამხმარე საშუალება, შიგნითა და გარეთა ბუასილის, ანალური ნაპრალის, ანალური ქავილის, წვის კონსერვატიული მკურნალობისას. ხელს უწყობს ჰემოროიდალური კვანძების გაწოვას, აგრეთვე ანალურ მიდამოზე ოპერაციების შემდგომ პერიოდში.
ჰიგიენური აბაზანის შემდეგ საჭიროა პერიანალურ და ანალურ მიდამოში ბალზამის თხელ ფენად შეზელვა, დღეში ორჯერ.
არ გამოვლენილა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: არ გამოვლენილა.
არ იწვევს ალერგიული რეაქციების განვითარებას.
განსაკუთრებული მითითებები და გაფრთხილება:მიზანშეწონილია პრეპარატის გამოყენება ჰიგიენური აბაზანის შემდეგ.
ზემოქმედება ავტომობილისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახასიათებს.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მისაღები ზომები: დოზის გადაჭარბებაარ გამოვლენილა.
ორსულობა და ლაქტაცია: მონაცემები არ არსებობს.
ვიზუალურად დათვალიერებით აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას, არაუმეტეს +25°C ტემპერატურის პირობებში.
გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.