
ჩვენება: ნაწლავის მიკროფლორის დისბალანსი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.
ბივიტალ გოლდი
სასურსათო დანამატი
ბივიტალ გოლდის თითოეული საშეტის შემადგენლობაშია 1 მილიარდი ლაქტობაქტერია და ბიფიდობაქტერია (Lactobacillus acidophillus, Lactobacillus Lactis, Streptococcus thermophilus, Enterococcus faecium, Lactobacillus plantarum, Lactobacillus gasseri, Lactibacillus bulgaricus, Lactobacillus helveticus, Lactobacillus fermentum, Lactobacillus reuteri, Lactobacillus casei, Lactobacillus rhamnosus, Lactobacillus salivarius, Lactobacillus paracasei, Bifidobacterium longum, Bifidobacterium breve, Bifidobacterium bifidum, Enterococcus faecalis, Bifidobacterium animalis spp.), ფრუქტოოლიგოსაქარიდები, ვარდკაჭაჭას ექსტრაქტი (Chicory extract powder), თუთია, ვიტამინი D3.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, გამოხდილი რძე, ქსილიტოლი, ქსილოოლიგოსაქარიდები, მარწყვის არომატიზატორი, იოგურტის არომატიზატორი.
პრობიოტიკები ხელს უწყობს ნაწლავური მიკროფლორის ნორმალიზებას, ლაქტო და ბიფიდობაქტერიების გამრავლებასა და განსახლებას ნაწლავის ლორწოვანზე. არეგულირებს ნაწლავთა პერისტალტიკას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ადექვატურ მუშაობას. ხელს უწყობს საჭმლის მონელების ნორმალიზაციას. ნაწლავური ფლორის დისბალანსის შემთხვევაში სრულიად აღადგენს ნაწლავის დარღვეულ მიკროფლორას.
ვიტამინი D3 ხელს უწყობს ნაწლავებიდან კალციუმის სრულყოფილ შეწოვასა და უტილიზაციას, ძვალ-სახსართა სისტემის განვითარებას; ქოლეკალციფეროლი აუცილებელია იმუნიტეტის ჩამოყალიბებისა და გამართული მუშაობისთვის.
თუთია (Zinc oxide) შეუცვლელი მინერალია იმუნური სისტემის ფუნქციონირეისთვის. თუთია ხელს უწყობს ნაწლავის სანათურში ადგილობრივი იმუნიტეტის გაძლიერებას, IgA_ს სინთეზის სტიმულირების გზით. თუთია ხელს უწყობს უჯრედების გამრავლებას, ნაწლავის დაზიანებული ლორწოვანი გარსის აღდგენას, ასტიმულირებს შეხორცების პროცესს.
კვებითი კომპონენტები დღიური დოზა: 1საშეტი (2 გ.)
|
კომპონენტის დასახელება |
რაოდენობა |
% |
|
კალორია ნახშირწყალი ცილა ცხიმი ნატრიუმი |
10 კკალ. 2 გ. 0 გ. 0 გ. 0 მგ. |
1% 0% 0% 0% |
|
ვიტამინი D3 თუთია პრობიოტიკები |
440 ს.ე 8.5 მგ. 1.0 x 10 9 ერთ. |
100% 100% |
※ პროცენტი აღნიშნავს დღიური დოზის პროცენტულ მაჩვენებელს.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვიტამინი D3_ისა და თუთიის შემცველობა ბივიტალ გოლდის თითოეულ საშეტში
-ნაწლავის მიკროფლორის დისბალანსი
-ანტიბიოტიკოთერაპიის დროს და შემდგომ
-დიარეა (ვირუსული, ბაქტერიული)
-გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
-საკვებისმიერი ინტოქსიკაცია და მისი თანმხლები მუცლის შებერვა, მოვლითი ხასიათის ტკივილი და დიარეა
მიიღება დაბადებიდან, ასაკის შეუზღუდავად. შესაძლებელია საშეტის შიგთავსის წყალში, წვენში ან საკვებში გახსნა.
მიღება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, საჭიროების მიხედვით.
0 – 1 წელი: 1 საშეტი 1_ჯერ დღეში
1 - 6 წელი: 1 საშეტი 1-2_ჯერ დღეში
6 – 12 წელი: 1 საშეტი 2_ჯერ დღეში
12 წელი და ზევით: 1 საშეტი 2-3_ჯერ დღეში.
ბივიტალ გოლდის მიღების კურსს განსაზღვრავს ექიმი, ან, მიღების კურსი განისაზღვრება პათოლოგიური მდგომარეობის სიმწვავისა და ხანგრძლივობის მიხედვით.
ნუ გადააჭარბებთ დადგენილ დღიურ დოზას.
ბივიტალ გოლდი წარმოადგენს სასურსათო დანამატს, შესაბამისად, იგი ვერ იქნება ჯანსაღი საკვების შემცვლელი.
ინახება მშრალ, ბნელ, გრილ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე (1 - 30 ℃).
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პროდუქტი სწრაფად და ადვილად იწოვს ტენს, მიიღეთ იგი საშეტის (პაკეტის) გახსნისთანავე.
განსაკუთრებული მითითებები:
2 გ. საშეტი N10 X 7. კოლოფში მოთავსებულია N70 საშეტი.
მითითებულია შეფუთვაზე. ნუ მიიღებთ პროდუქტს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდგომ.