
აეროზოლი სკინ-კაპი - Scin-Cap
პრეპარატი თავის თმიანი ნაწილის, კანის ფსორიაზისა და სებორეის მკურნალობისათვის.
პრეპარატის 1 მლ შეიცავს: პიროქტონ ოლამინი,იზოპროპილ მირისტატი, ტოკოფერილ აცეტატი, ბისაბოლოლი, დენატურირებული სპირტი, იზობუტანი, პროპანი, პოლისორბატი 80, ბუტანი.
• კანის ქავილი
• კანის ანთებითი რეაქციები
• კანის აქერცვლა
• ქერტლი
• ფსორიაზი
• სებორეა
პრეპარატს ასხურებენ კანის დაზიანებულ ნაწილზე 15 სმ დაშორებით 3 წმ. განმავლობაში, ამ დროს იფარება კანის ზედაპირი,რომელიც უდრის ხელის გულის ფართობს (რაც ექვივალენტურია პრეპარატის 1 მლ-ს).
დაზიანებულ ნაწილს ამუშავებენ 2-3ჯერ დღეში კლინიკური ეფექტის მიღებამდე. პრეპარატის გამოყენება მიზაშეწონილია გაგრძელდეს 1 კვირის მანძილზე, სიმპტომების გაქრობის შემდეგ.
გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ. შესხურების დროს ფლაკონი უნდა იმყოფებოდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში.
თავის თმის საფარის დამუშავებისთვის პრეპარატს მოჰყვება სპეციალური საცმი.
ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად გადაიტანება.
იშვიათად აღინიშნება ალერგიული რეაქციები.
პრეპარატის თვალებში მოხვედრისას უნდა ჩამოირეცხოს ცივი წყლის დიდი რაოდენობით.
პრეპარატის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას - აუცილებელია კუჭის გამორეცხვა მარილოვანი საფაღარათოების დიდი რაოდენობით.
შეუთავსებლობა:
არ არის აღნიშნული.
გამოშვების ფორმა: 100 მლ ,200 მლ ფლაკონი.
მწარმოებელი კომპანია: Chemigroup France
მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი