
Caudalie - კოდალი Vinotherapist ფეხის კრემი
კრემოვანი ტექსტურის ფეხის კრემი განკუთვნილია მშრალი კანისთვის. საშუალება ინტენსიურად კვებავს კანს, მატებს მას სირბილესა და სიგლუვეს. ადვილად დაიტანება, სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმოვან კვალს. ააქტიურებს მიკროცირკულაციას, რათა შეამსუბუქოს ფეხებში სიმძიმე. არ შეიცავს პარაბენებს, ფენოქსიეთანოლს, ფტალატებს, მინერალურ ზეთებს, PEG-ებს, სილიკონებს, ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს. ვეგანური.
გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალება დილით ან/და საღამოს სუფთა მშრალ ფეხის კანზე, წრიული მოძრაობებით მსუბუქად შეიზილეთ.
მოცულობა 75 მლ.
დამზადებულია საფრანგეთში