
Avene - ავენი ტუჩის ბალზამი
განკუთვნილია დახეთქილი ან მგრძნობიარე ტუჩისთვის, რომელიც საჭიროებს დაცვას. კვებავს და ატენიანებს ტუჩის კანს. ბალზამი შეგიძლიათ გამოიყენოთ დამოუკიდებლად, როგორც ტუჩის დამარბილებელი და სიგლუვის მიმნიჭებელი საშუალება ან წაისვათ ტუჩის საცხის ქვეშ, რათა მუდმივად შეუნარჩუნოთ ტენიანობა ტუჩებს. მის შემადგენლობაში შედის შემდეგი ძირითადი ინგრედიენტები: შიის კარაქი - ამშვიდებს და ატენიანებს, სქუალენი - ატენიანებს ღრმა შრეებს, ფუტკრის ცვილი - ქმნის კრემოვან ბაზას. ვიტამინ E-ს და ვიტამინ F-ს - კვებავს და იცავს ტუჩებს გარე აგრესიული ფაქტორებისგან.
გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალება საჭიროებისამებრ.
მოცულობა 4 გ.
დამზადებულია საფრანგეთში