
ჟენშენის ექსტრაქტი 500მგ 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab
ზრდის ენერგიას, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მეხსიერებას
ფარმაკოლოგიური თვისებები: ჟენშენს აქვს მატონიზირებელი, ზოგადგამაჯანსაღებელი, მასტიმულირებელი მოქმედება, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, შრომისუნარიანობას, ორგანიზმის საერთო ტონუსს, აძლიერებს იმუნიტეტს, ხსნის ფიზიკურ და გონებრივ დაღლილობას. ჟენშენი აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციას, ამცირებს გლუკოზის დონეს, ქოლესტერინი დონეს სისხლში, ასტიმულირებს ქსოვილების რეგენერაციას. ჟენშენი დადებითად მოქმედებს რეპროდუქციულ და სქესობრივ ფუნქციაზე, აუმჯობესებს ჰორმონალურ ფონს, ასტიმულირებს ლიბიდოს, დადებითად მოქმედებს ერექციული დისფუნქციის დროს, აუმჯობესებს ტესტოსტერონისა და სპერმატოზოიდების გამომუშავებას
ჟენშენის ექსტრაქტი (Panax Ginseng) - 500 მგ
1 კაფსულა დღეში
არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, მომატებული ნერვული აგზნებადობა, უძილობა, ეპილეფსია, ორსულობა და ლაქტაცია, 12 წლამდე ბავშვები. 12-18 წლამდე მიიღება ექიმის რეკომენდაციით
გაფრთხილება: მისი მიღება არ არის რეკომენდებული დღის მეორე ნახევარში, ჩაძინების დარღვევის განვითარების თავიდან ასაცილებლად. ჟენშენი აძლიერებს სტიმულატორებისა და ანალეპტიკების მოქმედებას, სიფრთხილით გამოიყენება ბარბიტურატებთან, ტრანკვილიზატორებთან, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.