Algologie - ალგოლოჟი VAGUES თვალის გელი
თვალის გარშემო კანის დამატენიანებელი და მკვებავი გელ-კრემი. ყოველდღიური მოხმარების შემთხვევაში, თვალის გარშემო კანი უფრო ნათელია, შემცირებულია მუქი წრეები და შეშუპება. არ შეიცავს ზედმეტ ცხიმს, მყისიერად აღწევს კანში და შესაძლებელს ხდის მაკიაჟის უმალვე დატანას. სურნელის გარეშე.

შემადგენლობა: ალგო 4® ექსკლუზიური ბიო-მიმეტიკური კომპლექსი, რომელიც ავსებს კანს საჭირო მარაგებით და ხდის მას მეტად ბრწყინვალეს. ლურჯი ნარის მაღალი შემცველობის წყალობით, პროდუქტი ღრმად ატენიანებს კანის უჯრედებს. რემინერალიზაცია - გალფ სტრიმის წყლების მისტი გამდიდრებულია 96 მინერალითა და ელემენტით, აღადგენს კანის ბალანსს. დატენიანება – ჰიალურონის მჟავა, ბიოტექნოლოგიური მეთოდებით მიღებული ჰიალურონის მჟავა გამოირჩევა ღრმად დამატენიანებელი თვისებებით. შავი წრეების საწინააღმდეგო საშუალება – ყავისფერი წყალმცენარის ეს აქტიური ნივთიერება აბალანსებს სისხლის მიკროცირკულაციას, რათა დაიცვას თვალის კონტური ანთებისგან და შეამციროს მუქი წრეები. შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება – ვულკანური მინა ასტიმულირებს ადიპოციტების ცხიმის შთანთქვის უნარს ლიპოლისის გაუმჯობესების გზით და ხსნის უპეების შეშუპებას. შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება – არნიკას, გუარანასა და თაგვისარას კომპლექსი. აძლიერებს თვალის გარშემო კანს და ხსნის უპეების შეშუპებას.

გამოყენების წესი: დაიტანეთ დილით ან/და საღამოს თვალის გარშემო.

შედეგი: თვალის კონტურს ეძლევა უფრო დამშვიდებული და დასვენებული იერი.
შემცირებული შეშუპება და შავი წრეები.

მოცულობა 15 მლ.

დამზადებულია საფრანგეთში