PSP.GE
-19%ესკუსსომნი ფორტე სიროფი 100მლ

ესკუსსომნი ფორტე სიროფი 100მლ

#85772_3303
19.5₾24.15₾

Characteristics

Status
In stock in pharmaciesFind in Pharmacy
Brand country
Georgia
Quantity & form
1 ფლაკონი
Active ingredient
herbal comb.drug

Short description

ჩვენება:ხსნის ნერვული სისტემის სპაზმს, ამცირებს დაძაბულობას და  გაღიზიანებადობას.

Full description

ესკუსსომნი ფორტე            

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები

ვალერიანას სქელი ექსტრაქტი 0.01გ

ბარამბოს სქელი ექსტრაქტი 0.01გ

კრაზანას სქელი ექსტრაქტი 0.01გ

ცაცხვის ყვავილების სქელი  ექსტრაქტი 0.01გ

პასიფლორას სქელი ექსტრაქტი 0.01გ

კამის თესლის სქელი ექსტრაქი 0.01გ

დამხმარე ნივთიერებები:შაქარი 64 გ, გამოხდილი  წყალი საჭირო რაოდენობით  100 მლ  სიროფის მისაღებად.

ჩვენება

გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით კომპლექსური თერაპიის დროს.

პატარებში: აფექტო-რესპირატული სინდრომი (ჩაბჟირება), დაყვირება და ტირილი ძილში, შფოთვა, ოფლიანობა, ძილის რიტმის დარღვევა-უძილობა, ღამის კოშმარი.

პუბერტატული (გარდატეხის პერიოდი) 12-15 წლამდე: ადვილად აღზგნებადობა, შიში, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა (გაფანტულობა, გახშირებული გულისცემა, უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში, ძილის რიტმის დარღვევა.

ზრდასრულებში: დოქტორ ღლონტის ესკუსსომნის შემადგენლობაში შემავალი მცენარეთა  ექსტრაქტები ხსნის ნერვული სისტემის სპაზმს, ამცირებს დაძაბულობას და  გაღიზიანებადობას, რაც ახასიათებს ფსიქიკურ  გადაღლილობას და ნევრასთენიას, ხელს  უწყობს ფსიქიკური წონასწორობის აღდგენას, ძილის  გაუმჯობესაბას, გააჩნია სედატიური, სპამოლიზური და ნაწლავებში აირწარმოქმნის საწინააღმდეგო მოქმედება. 

უკუჩვენება: არ გააჩნია. 

უსაფრთხოების ზომები:  გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას. 

ორსულობა ლაქტაცია:  გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.

უპირატესობები: არ შეიცავს საღებავს და გლუტენს.

გამოყენების მეთოდები და დოზები

პატარებში 0-თვის ასაკიდან 6 თვემდე ნახევარი ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში,

6 თვიდან 1 წლამდე 1 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში,

1 წლიდან 6 წლამდე 1 ჩაის კოვზი, 3-ჯერ დღეში,

6-წლიდან -16 წლამდე 1 დესერტის კოვზი 3-ჯერ დღეში,

16 წლის ზემოთ 1 სუფრის  კოვზი 3-ჯერ დღეში.

მიღების ხანგრძლივობა 3 კვირიდან 6 კვირამდე.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის  ტემპერატურაზე.

ვარგისობა: 3 წელი.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

100მლ პოლიეთილენის  ბოთლში, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:  გაიცემა ურეცეპტოდ.

19.5₾24.15₾-19%
1 pcs
სწრაფი მიწოდება
მიწოდება 1 საათის განმავლობაში
რჩეული ბრენდები
მსოფლიოს ნომერ პირველი ბრენდები
გარანტირებული ხარისხი
მხოლოდ რჩეული პროდუქცია
საუკეთესო კატალოგი
45 000+ დასახელების პროდუქცია