

Real Shades დაარსდა 2008 წელს, აშშ-ში. ბრენდის დამაარსებლის მიზანი იყო, შეექმნა სათვალეები, რომლებიც არა მხოლოდ სახასიათო და თანამედროვე იქნებოდა, არამედ ეფექტურად დაიცავდა ბავშვების თვალებს მზის მავნე ზემოქმედებისგან.
Real Shades დაარსდა 2008 წელს, აშშ-ში. ბრენდის დამაარსებლის მიზანი იყო, შეექმნა სათვალეები, რომლებიც არა მხოლოდ სახასიათო და თანამედროვე იქნებოდა, არამედ ეფექტურად დაიცავდა ბავშვების თვალებს მზის მავნე ზემოქმედებისგან.
ბრენდის ძირითადი ფილოსოფია ეფუძნება უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას. Real Shades-ის კონცეფცია მოიცავს უნიკალურ დიზაინსა და ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომას. ბრენდი მშობლებს სთავაზობს კომფორტულ სათვალეებს, რომლებიც შეესაბამება მათი შვილების საჭიროებებს.
ბრენდის მიზანია ხელი შეუწყოს ცნობიერების ამაღლებას მზის სხივებისგან დაცვის კუთხით. რილ შეიდსმა იმუშავა ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ ბავშვების აქტიურ ცხოვრების წესს. ბრენდის გამორჩეულობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბავშვების სურვილებს, იყენებს უმაღლესი ხარისხის ლინზებსა და გამძლე მასალებს, რაც განაპირობებს უსაფრთხოებას და ხანგრძლივი მოხმარების შესაძლებლობას. თითოეული პროდუქტი უზრუნველყოფს 100%-იან UVA და UVB დაცვის დონეს.
Real Shades-ს თავისი ინოვაციური მიდგომა და ხარისხიანი პროდუქტი კონკურენტებთან შედარებით დიდ უპირატესობას ანიჭებს, რაც მათ პოპულარობას მუდმივად ზრდის.
რილ შეიდსის სათვალეების ხაზები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისა თუ საჭიროებების მიხედვითაა განსაზღვრული. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მზის სათვალეები, რომელთა არჩევანიც საკმაოდ დიდია — გამოიყენება 0 წლიდან, 2 წლიდან, 4 წლიდან და 7 წლიდან. შესაბამისად, შეიძლება ბრენდის სათვალეები პატარების მუდმივ თანამგზავრად იქცეს.
ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია UV დაცვა — Real Shades-ის სათვალეები 100%-ით იცავს თვალებს UVA და UVB სხივებისგან, რაც ხელს უშლის მზის მავნე ზემოქმედებას თვალებზე.
ასევე, ამ სათვალეების წარმოებაში გამოყენებულია გამძლე და მოქნილი მასალები, რათა პატარებისთვის მეტად მოსახერხებელი იყოს მათი ტარება. შესაბამისად, არც ადვილად ტყდება, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვებისთვის.
კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს პოლარიზებული ლინზები — მათი მეშვეობით ნათების ეფექტი მცირდება, ხედვის სიცხადე კი უმჯობესდება.
რაც შეეხება დიზაინს, რილ შეიდსის სათვალეები საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს.