Philips არის გლობალური ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც დაარსდა 1891 წელს, ნიდერლანდებში. ამჟამად ცნობილია თავისი ინოვაციური პროდუქციით სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავის მოვლის ტექნიკაში. Philips-ის ისტორიული მისია იყო ხარისხიანი ელექტრონული პროდუქციის შექმნა. ბრენდის თავის მოვლის ტექნიკა აფთიაქებში ფართოდაა წარმოდგენილი და მიზნად ისახავს ადამიანების ყოველდღიური სილამაზისა და ჰიგიენის საჭიროებების დაკმაყოფილებას.
Philips აწარმოებს ისეთ ტექნიკას, რომელთა მეშვეობითაც თავის მოვლა ბევრად კომფორტული და მარტივია. ამასთანავე, მომხმარებელს სთავაზობს პროფესიონალურ შედეგს სახლის პირობებში.
ფილიპსის ელექტრო საპარსები გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით და მოწინავე ტექნოლოგიებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ნაზ და სუფთა პარსვას, მინიმალური გაღიზიანებით. ისინი შეიქმნა ისე, რომ იდეალურად მოერგოს სახისა და სხეულის ნებისმიერ ნაწილს. ბრენდის საპარსები აღჭურვილია ჭკვიანი სენსორებით, რომლებიც არეგულირებს პარსვის სიმძლავრეს თმის სიგრძის მიხედვით.
Philips-ის პოპულარული პროდუქცია
- კბილის ელექტრო ჯაგრისი ExpertClean — Philips-ის კბილის ელექტრო ჯაგრისი ExpertClean გამოირჩევა თავისი მოწინავე სონიკური ტექნოლოგიით, რომელიც ათასობით ვიბრაციას ქმნის წუთში — შესაბამისად, უზრუნველყოფს კბილების უფრო ეფექტურ წმენდას, ვიდრე ხელით გამოყენებული ჯაგრისები. SmartSensor ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ, აკონტროლოთ, რამდენად სწორად და უსაფრთხოდ ასუფთავებთ კბილებს, გაფრთხილებთ ზედმეტი ძალის გამოყენების შემთხვევაში, რაც გიცავთ ღრძილების დაზიანებისგან. ExpertClean-ს აქვს პერსონალური მოხმარების მონაცემების ანალიზის ფუნქცია, რომელიც Bluetooth აპლიკაციასთან ინტეგრაციის მეშვეობით გეხმარებათ პირის ღრუს ჰიგიენის პროგრესის მონიტორინგში. ეს საშუალებას გაძლევთ, შეინარჩუნოთ ან გაიუმჯობესოთ პირადი ჰიგიენა. ჯაგრისი გთავაზობთ სხვადასხვა ინტენსივობის დონესა და რეჟიმსაც, რომელთა შორის შეგიძლიათ აირჩიოთ ყოველდღიური წმენდის, ღრმა წმენდის, ემალის გაპრიალების ან ღრძილების მოვლისთვის განკუთვნილი რეჟიმები. ExpertClean გამოირჩევა ხანგრძლივი ბატარეის სიცოცხლით. დასუფთავების ინდიკატორი ასევე გეხმარებათ იმის გაგებაში, როდის არის საჭირო ჯაგრისის თავის შეცვლა.
- მამაკაცის ელექტრო საპარსი S3143/00 — ფილიპსის წვერის საპარსი S3143/00 გამოირჩევა PowerCut-ის პირების ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს გლუვ და თანაბარ პარსვას. Flex 5D Pivot & Flex Heads სისტემით შექმნილი თავები 5 სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს — იდეალურად მიჰყვება სახის კონტურებს, პარსვის პროცესი კი უფრო სასიამოვნო და ეფექტურია. ეს მოქნილობა ამცირებს კანის გაღიზიანებას და უზრუნველყოფს უფრო სრულყოფილ შედეგებს, განსაკუთრებით სახის რთულ ადგილებში, როგორებიცაა ყბები და კისერი. S3143/00 ასევე გამოირჩევა 30-წუთიანი უსადენო მუშაობით მას შემდეგ, რაც სრულად დაიმუხტება. საპარსი ასევე წყალგამძლეა — შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მშრალი, ისე სველი პარსვისთვის, შხაპში ან ქაფთან ერთად. ამავდროულად, ეს მოდელი გამოირჩევა ერგონომიული დიზაინით.
- ეპილატორი BRE700/00 — ფილიპსის ეპილატორი უმკლავდება როგორც სქელ და უხეშ, ისე თხელ და ნაზ თმას. აქვს სიჩქარის ორი დონე, რაც დაგეხმარებათ, თქვენი თმისთვის უფრო შესაბამისი რეჟიმი გამოიყენოთ. ეპილატორი ძირიანად იღებს მათ კანიდან, შესაბამისად, კვირების განმავლობაში არ შეგაწუხებთ ზედმეტი თმა. შეუძლია მოაშოროს თვალისთვის ძლივს შესამჩნევი — 0.5 მმ-ის ზომის თმაც კი. ეპილაციას პროცესში არ აღიზიანებს კანს, არ იწვევს გამონაყარს და ტკივილს. ნაზად, სწრაფად და უმტკივნეულოდ აშორებს თმას. 2-საათიანი დამუხტვით, Philips BRE700/00 ეპილატორს შეუძლია უსადენოდ იმუშაოს 40 წუთის განმავლობაში. თანაც ერგონომიული დიზაინი აქვს, კომპაქტურია, იდეალურად თავსდება ხელში და მრგვალი კონტურების დახმარებით იმეორებს სხეულის ფორმებს. ეპილატორს აქვს ეპილირების მშრალი და სველი რეჟიმი. წყალგამძლე კორპუსის წყალობით, მისი გამოყენება აბაზანაშიც შეგიძლიათ. Philips BRE700/00 განკუთვნილია სხეულისთვის, მისი სახეზე გამოყენება რეკომენდებული არ არის.
- თმის უთო — ფილიპსის თმის უთო სპეციალურად შექმნილია მარტივი და სწრაფი სტილისთვის, გრძელი კერატინით გაჟღენთილი ფირფიტებით და 6 LED ტემპერატურის პარამეტრით. ზრუნავს თმაზე ThermoProtect ტექნოლოგიით, რომელიც ხელს უშლის გადახურებას და თმას ბზინვარებას ანიჭებს.
- თმის ფენი — ფილიპსის თმის ფენი გამოირჩევა ThermoShield ტექნოლოგიით, რომელიც იცავს თმას ზედმეტი სიმხურვალისგან და უზრუნველყოფს მუდმივ, თანაბარ ტემპერატურას. ეს ტექნოლოგია ამცირებს თმის დაზიანებას და ხელს უწყობს სიჯანსაღის, ბზინვარების შენარჩუნებას. 2300-ვატიანი სიმძლავრით, თმა სწრაფად და ეფექტურად შრება. ხოლო იონური სისტემა ხელს უწყობს თმის დატენიანებას. აქვს შვიდი სხვადასხვა სიჩქარე და ტემპერატურის პარამეტრი.