Pantene საერთაშორისო კოსმეტიკური ბრენდია, რომელიც 1945 წელს შვეიცარიაში შეიქმნა. მისი შექმნის მიზანი ჯანმრთელი და ბზინვარე თმისთვის ზრუნვის ინოვაციური პროდუქციის შეთავაზება იყო. ამას ბრენდი Pro-Vitamins-ის, ანუ Pro-V ფორმულის მეშვეობით აკეთებდა.
პანტენის ძირითადი პრინციპები ემყარება თმის ჯანმრთელობისა და სილამაზის უზრუნველყოფას, გამოყენების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობას. ბრენდი ყოველთვის ფოკუსირებულია კვლევებსა და ინოვაციებზე, რათა შეიმუშაოს პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს თმის სტრუქტურის აღდგენას, დატენიანებასა თუ გაძლიერებას. Pantene-ის პროდუქტები ცნობილია Pro-V ფორმულით, რომელიც ეხმარება თმას, გახდეს უფრო ძლიერი და ბზინვარე.
ზოგადად, პანტენის კონკურენტული უპირატესობა მდგომარეობს მისი პროდუქციის ხარისხსა და ეფექტურობაში. როგორც ბრენდში აღნიშნავენ, მათი პროდუქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სალონის მსგავსი შედეგები სახლის პირობებში მიიღონ. ასორტიმენტი კი საკმაოდ მრავალფეროვანია — როგორც ნორმალური, ისე დაზიანებული და მგრძნობიარე თმისთვის.
Pantene-ის პოპულარული პროდუქცია
- შამპუნი შეღებილი თმისთვის — პანტენის შამპუნი შეღებილი თმისთვის დაცვისა და ბზინვარებისთვისაა შექმნილი. მისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით, თმა ინარჩუნებს სიკაშკაშესა და ფერს. საშუალება გაჯერებულია პროვიტამინ B5-ით, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თმის სტრუქტურას. არბილებს და თმას აძლევს მოცულობას. აქვს სასიამოვნო სურნელი.
- პანტენის თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი — შამპუნის აქტიური ინგრედიენტები აღწევს თმის ბოჭკოებში და აღადგენენ თმის სტრუქტურას. საშუალება ხელს უშლის თმის ცვენას და აძლიერებს თმის ძირებს. ეფექტურია დასუსტებული, მტვრევადი და ცვენისკენ მიდრეკილი თმისთვის. კვებავს და აძლიერებს თმას ძირიდან ბოლოებამდე.
- პანტენის თმის ზეთი — გამოირჩევა მათი ინოვაციური Pro-V ფორმულით, რომელიც აერთიანებს პროვიტამინ B5-ს და ბუნებრივი ზეთების კომპლექსს. ეს კომბინაცია ეხმარება თმას, გახდეს უფრო ძლიერი, დატენიანებული და ბზინვარე. Pantene-ის თმის ზეთების მთავარი გამორჩეულობა არის უნარი, უზრუნველყოს ღრმა კვება და აღადგინოს თმის დაზიანებული სტრუქტურა; ამავდროულად არ დატოვოს ცხიმოვანი ფენა თმაზე. ზეთები განსაკუთრებით ეფექტურია მშრალი და დაზიანებული თმისთვის, რადგან ისინი არა მხოლოდ ატენიანებს, არამედ იცავს თმას გარემოს მავნე ზემოქმედებისგან — იქნება ეს სიცხე, ქარი თუ მზის სხივები. Pro-V ტექნოლოგია ეხმარება თმას, შეინარჩუნოს ელასტიკურობა და სიმტკიცე. Pantene-ის თმის ზეთები ასევე ცნობილია მსუბუქი ტექსტურით.
- პანტენის თმის აღმდგენი კრემი პროტეინით ბამბუკი — აღადგენს, აძლიერებს და კვებავს თმას. შეიცავს პროვიტამინის პროტეინს და ბამბუკის ექსტრაქტს, ეფექტურია თმის მოცულობისა და ბზინვარების გასაზრდელად. რეკომენდებულია ყველა ტიპის თმისთვის.
- პანტენის თმის ცვენის საწინააღმდეგო ბალზამი — ხელს უშლის თმის ცვენასა და აძლიერებს თმის ძირებს. ეფექტურია დასუსტებული და მტვრევადი თმისთვის. ანიჭებს ბზინვარებასა და აუმჯობესებს თმის სტრუქტურას. რეკომენდებულია ყველა ტიპის თმისთვის. თმა შესამჩნევად ჯანმრთელი, ბზინვარე და ძლიერი ხდება.