Kool Beauty თანამედროვე ფრანგული კოსმეტიკური ბრენდია, რომელიც იმ მიზნით შეიქმნა, რომ მომხმარებლებს შესთავაზოს ინოვაციური და ხელმისაწვდომი პროდუქცია. ამისათვის წარმოებაში მხოლოდ მაღალი ხარისხის ინგრედიენტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს ეყრდნობიან.
ბრენდის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ ხელმისაწვდომობა, ბუნებრიობა და ეფექტიანობა თავის მოვლის საშუალებების მთავარ მახასიათებლებს უნდა წარმოადგენდეს. ამიტომაც, სწორედ ამ იდეის ირგვლივ ქმნიან სხვადასხვა ტიპის კანის საჭიროებებზე მორგებულ პროდუქციას.
ასევე, Kool Beauty-ის მისიაა, მომხმარებლებს მისცეს საშუალება, იგრძნონ თავი უფრო ლამაზად და თავდაჯერებულად. ამავდროულად, ბრენდი მრავალსაფეხურიანი რუტინების ტრადიციას ამსხვრევს და „მხოლოდ აუცილებლის“ კონცეფციას ეფუძნება. კერძოდ, ქულ ბიუთი ძირითადად აწარმოებს თვალის კრემს, სახის შრატსა და კრემს.
თანაც ქულ ბიუთის პროდუქცია მუდმივად გადის ლაბორატორიულ კვლევებს, რადგან მისთვის კანის ჯანმრთელობა პრიორიტეტულია.
Kool Beauty-ის პოპულარული პროდუქცია
- ნაკრები ჰიალურონით Hydration — განკუთვნილია მშრალი, გაუწყლოებული კანისთვის. უცხიმო ექსტრემალური დამატენიანებელი კრემი გამდიდრებულია E და A ვიტამინებით, უზრუნველყოფს კანის ტენიანობას და ბზინვარებას მთელი დღის განმავლობაში. დამზადებულია ბროწეულის, კივის, გარგარის ექსტრაქტებით, რომლებიც კვებავს კანს და იცავს გარე აგრესიისგან. ჰიალურონის კონცენტრირებული ორფაზიანი შრატი PRE CURSOR 20 მლ - განკუთვნილია ყველა ტიპის კანის, განსაკუთრებით კი მშრალი, დეჰიდრატირებული, მოშვებული კანისთვის. რამდენიმე წვეთი საკმარისია, რათა უზრუნველყოს თვალშისაცემი დატენიანება. შეიცავს ორ BPM + HPM ჰიალურონის მჟავას და ჟოჟობას ზეთს. ღრმად ატენიანებს კანს. ყოველდღიური გამოყენებისას კანი გახდება უფრო ნათელი, გაუმჯობესდება ტონუსი და ელასტიკურობა. ებრძვის გაღიზიანებას, დაჭიმულობას და მშრალი კანის სხვა პრობლემებს. იდეალურია დელიკატური და მგრძნობიარე კანისთვისაც, რომელსაც აკლია ტენიანობა.
- ნაკრები რეტინოლით Young Forever — ბიო რეტინოლის ანტიასაკობრივი შრატი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის, განსაკუთრებით გამომშრალი, ნაოჭების გაჩენისკენ მიდრეკილი, მოდუნებული, ბზინვარებადაკარგული კანისთვის. შეიცავს 1%-იან მცენარეულ რეტინოლს პრებიოტიკებით, რაც შესამჩნევად ამცირებს წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს. დღითიდღე კანის ტონი ხდება თანაბარი, ნათელი და მცირდება ფორები. უბრუნებს კანს სიმკვრივეს და ელასტიკურობას. ატენიანებს, არბილებს და აჯანსაღებს კანს, ეფექტურად ებრძვის კანის ნაადრევ დაბერებას. ფორმულა გამდიდრებული წითელი წყალმცენარეებით, მისი ინგრედიენტების 99,8% მცენარეული წარმოშობისაა. რაც შეეხება კრემს, ის განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის, განსაკუთრებით გამომშრალი, ნაოჭების გაჩენისკენ მიდრეკილი, მოდუნებული, ბზინვარებადაკარგული კანისთვის. დაბერების საწინააღმდეგო დაცვა მცენარეული Retinol Like K2-ით ნაზად მოქმედებს კანზე. შესამჩნევად ამცირებს კანის დაბერების 4 ძირითად ნიშანს: ნაოჭები, კანის არათანაბარი ტექსტურა, სიმკვრივისა და მოცულობის დაკარგვა. ასევე, ხელს უწყობს ხილული დაზიანებების აღდგენას, წვრილი ნაოჭების გასწორებას და ამკვრივებს სახის კონტურებს, აძლიერებს კანის ბზინვარებას.
- ნაკრები ნიაციამიდით Imperferction — გამონაყარისა და ლაქების საწინააღმდეგო თუთიის დამატენიანებელი კრემი განკუთვნილია კომბინირებული და ცხიმიანი, აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის. უცხიმო, არაკომედოგენური კრემი ხელს უწყობს ნაოჭების შემცირებას და ფორების შევიწროებას. აუმჯობესებს კანის ტექსტურას და შესამჩნევად აუმჯობესებს აკნესადმი მიდრეკილი კანის ხარისხს. გააჩნია გრძელვადიანი, ცხიმოვანი ბზინვარების საწინააღმდეგო დამატენიანებელი მოქმედება. ხელს უწყობს ცხიმის დარეგულირებას და ხელს უშლის შავი წერტილებისა და ლაქების გაჩენას. ასევე ხელს უწყობს კანის ტონის გათანაბრებას. კანი ხდება შესამჩნევად გლუვი, სუფთა და იდეალურად დატენიანებული. თუთიით გამდიდრებული მისი მსუბუქი ფორმულა სწრაფად აღწევს კანში ცხიმოვანი ფენის წარმოქმნის გარეშე. ამავდროულად, ორფაზიანი შრატი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის, განსაკუთრებით იდეალურია ცხიმიანი და კომბინირებული, აკნესკენ მიდრეკილი, ფორებიანი კანისთვის. გამოყენებადია როგორც ქალების, ასევე მამაკაცების მიერ. მოქმედებს როგორც დეფექტების საწინააღმდეგო ძლიერი ფარი. თუთიის მაღალი კონცენტრაციის წყალობით ხელს უწყობს სიწითლის, აკნეს და შავი წერტილების შემცირებას. არეგულირებს ცხიმის გამოყოფას, ხელს უწყობს სიწითლისა და ლაქების შემცირებას. დღითიდღე კანი იწმინდება და ფორები ვიწროვდება. სალიცილის მჟავას ამქერცლავი მოქმედების წყალობით შრატი ხელს უწყობს გამონაყარის და სხვა ნაკლოვანებების შესამჩნევ შემცირებას. პირველივე გამოყენების დღიდან კანი ხდება გლუვი, სუფთა, ფორები ვიწროვდება და იხვეწება კანის ტექსტურა.
- ნაკრები Vitamin Shot — ჰიალურონის კრემი SUPER GLOW განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის კანისთვის, განსაკუთრებით კი მშრალი, ბზინვარებადაკარგული კანისთვის. შეიცავს ორ ჰიალურონის მჟავას, DSH C N6 და AH HP — ეს კომბინაცია ხელს უწყობს გამომშრალი, დაღლილი სახის კანის სიგლუვესა და ფერის გათანაბრებას. ასევე, აუმჯობესებს კანის ტენიანობის დონის შენარჩუნებას მთელი დღის განმავლობაში და მყისიერად ანიჭებს სახეს ჯანსაღ ბზინვარებას. იცავს კანს გარე ზემოქმედებისგან და ღრმად ატენიანებს. მისი უცხიმო ტექსტურა სწრაფად შეიწოვება და ქმნის ძალიან კარგ მაკიაჟის ბაზას. ხელს უშლის კანის გამოშრობას და დაჭიმულობას. ასევე, ხელს უწყობს ნაოჭების და წვრილი ხაზების შემცირებას, ამკვრივებს კანს. ბუსტერი შრატი 8 VITAMINS განსაკუთრებით იდეალურია გამომშრალი, დაღლილი, ბზინვარებადაკარგული კანისთვის. აღადგენს კანის ტონუსსა და ბზინვარებას. აქვს ფორთოხლის ექსტრაქტის მაღალი შემცველობა. გამდიდრებულია A, B, B2, PP, B5, B6, B9 და C ვიტამინებით. შეიცავს MPM ჰიალურონის მჟავას და lactic-malic AHA-ს, ამკვრივებს და ათანაბრებს დაღლილ და გამომშრალ კანს. გამდიდრებულია ჟენშენისა და მწვანე ჩაის ექსტრაქტებით. ამ კომბინაციის წყალობით, ხელს უწყობს პირველადი ნაოჭების და წვრილი ხაზების შემცირებას, მყისიერად უბრუნებს კანს ბზინვარებას. ანათებს და ატენიანებს კანს მთელი დღის განმავლობაში. ინგრედიენტების 96.5% ბუნებრივი წარმოშობისაა.