Gerber-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბავშვთა კვების ინდუსტრიაში. 1927 წელს, მიჩიგანში, აშშ-ში, კლარენს გერბერმა დააარსა Gerber Products Company, რომელიც თავდაპირველად პიურეებს აწარმოებდა. კომპანიის შექმნის იდეა კლარენსის ცოლს გაუჩნდა, დოროთი გერბერს, რომელიც სახლში თავად ამზადებდა ბავშვის საჭმელს. დოროთის იდეა მისმა მეუღლემ ფართომასშტაბიან წარმოებად გარდაქმნა და სწორედ ასე დაიწყო Gerber-ის ბრენდის ჩამოყალიბება.

Gerber-ის ძირითადი ხედვა და ფილოსოფია ბავშვის ჯანსაღ კვებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. მისი მიზანია, შექმნას ისეთი პროდუქცია, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის საჭიროებებს, ჯანმრთელობასა და განვითარებას დაბადების პირველი დღიდან. Gerber განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებას, რათა ბავშვის საკვები იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო, მდიდარი და ბიოლოგიურად სუფთა.
ბრენდის წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი ის არის, რომ Gerber მუდმივად ატარებს კვლევებს ბავშვების კვებისა და მათი განვითარებისთვის საჭირო ელემენტების შესახებ. კომპანია ყოველთვის ცდილობს ახალი პროდუქტების შექმნას, რომლებიც ბავშვების ასაკობრივ მოთხოვნებს მაქსიმალურად შეესაბამება.
Gerber ყურადღებას ამახვილებს ხარისხის კონტროლზე, რათა მისი პროდუქტები მუდამ აკმაყოფილებდეს უსაფრთხოებისა და კვებითი ღირებულებების ყველაზე მაღალ სტანდარტებს.