Frosch გერმანული ეკოლოგიური საყოფაცხოვრებო სარეცხი და საწმენდი საშუალებების ბრენდია, რომელიც 1986 წელს დაარსდა. მისი შექმნის მიზანი იყო მომხმარებლებისთვის ეკოლოგიურად სუფთა და ეფექტური საწმენდი საშუალებების მიწოდება, რომელიც არ ვნებს გარემოს და, ამავე დროს, ინარჩუნებს პროდუქციის მაღალ ხარისხს. დღემდე ფროშის პროდუქტები გამოირჩევა ბუნებრივი და ბიოდეგრადირებადი ინგრედიენტებით, რაც მათ უსაფრთხოს ხდის როგორც გარემოსთვის, ასევე ადამიანებისთვის.
ზოგადად, ფროშის ძირითადი პრინციპები გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას უკავშირდება. ამიტომაცაა, რომ გარდა უშუალო პროდუქტისა, ბრენდი დიდ ყურადღებას უთმობს ეკოლოგიურ შეფუთვასაც — ხშირად იყენებს გადამუშავებად მასალებს და ცდილობს, მინიმუმამდე შეამციროს ნარჩენების წარმოქმნა.
ამიტომაცაა, რომ Frosch-ის კონკურენტული უპირატესობა მდგომარეობს მის უნარში, შესთავაზოს მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ეკო-მეგობრული პროდუქცია. ამასთან, ბრენდის პროდუქტები ცნობილია ძლიერი წმენდის უნარით, თუმცა თავისუფალია გარემოსა და ჯანმრთელობისთვის მავნე ქიმიკატებისგან.
Frosch-ის პოპულარული პროდუქცია
- თხევადი სარეცხი საშუალება — ფროში საბავშვო სარეცხი სითხე ეკოლოგიურად სუფთაა. არ შეიცავს საღებავებს და კონსერვანტებს. ჰიპოალერგიულია. არ აღიზიანებს კანს. გამოიყენება ჩამჯდარი ლაქების წინასწარ დასამუშავებლად. იდეალურად რეცხავს ყველანაირი ტიპის ქსოვილს და უნარჩუნებს ფერს. ყოფნის საშუალოდ 21 გარეცხვას. რეცხავს 30°-დან 95°-მდე ტემპერატურაზე. დამზადებულია გვირილის ექსტრაქტზე. გამოიყენება ბავშვის დაბადების პირველივე დღიდან. შემადგენლობა: ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებები, სურფაქტანტები, კონსერვანტები, არომატული ზეთები. მცენარეული სურფაქტანტები.
- ლაქების ამომყვანი — არის ეკოლოგიურად სუფთა. არ შეიცავს პარაბენს და მავნე ქიმიკატებს. გამოიყენება ბავშვის დაბადების პირველივე დღიდან. ეს საშუალება ჰიპოალერგიულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პატარების სათუთი და მგრძნობიარე კანისთვის. შემადგენლობა: 5-15% არაიონური სურფაქტანტები, <5% ანიონური ზედაპირული აქტივები, ფერმენტები, პარფიუმი, საპონი, ციტრატი.
- შამპუნი საბავშვო — ფროშის საბავშვო შამპუნი არის ანტიალერგიული და უსაფრთხო, მავნე ქიმიკატების გარეშე. გამოიყენება ბავშვებისთვის 3+ ასაკიდან. შეიცავს ბუნებრივ მცენარეულ ინგრედიენტებს. იცავს კანის ბუნებრივ ბალანსს (PH 5.5). არ აშრობს და არ აღიზიანებს მას. არის PH ნეიტრალური. არ შეიცავს საღებავებს, პარაბენებს, მიკროპლასტმასს, ცხოველურ ნივთიერებებს და EDTA-ს. ტესტირებულია და რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ. ტოვებს სასიამოვნო, ნაზ და რბილ შეგრძნებას კანზე.
- ჭურჭლის სარეცხი — ფროშის ჭურჭლის ჟელე გამოიყენება საწოვარების, ბოთლების, ბავშვის ჭურჭლის და სათამაშოების გასარეცხად. შეიცავს B ვიტამინს. არ შეიცავს საღებავებს და კონსერვანტებს. ჰიპოალერგიულია. გამოიყენება ბავშვის დაბადების პირველივე დღიდან.
- სარეცხის დამარბილებელი — პროდუქტი დამზადებულია წამყვანი გერმანული კომპანიის მიერ, რომელიც სპეციალიზებულია ეკოლოგიურად სუფთა საყოფაცხოვრებო დასუფთავებისა და მოვლის საშუალებების შემუშავებასა და წარმოებაში. არის ეკოლოგიურად სუფთა. არ შეიცავს საღებავებს და კონსერვანტებს. ჰიპოალერგიულია. არ აღიზიანებს კანს. გამოიყენება ჩამჯდარი ლაქების წინასწარ დასამუშავებლად. იდეალურად რეცხავს ყველანაირი ტიპის ქსოვილს და უნარჩუნებს ფერს. ყოფნის საშუალოდ 21 გარეცხვას. რეცხავს 30°-დან 95°-მდე ტემპერატურაზე. დამზადებულია გვირილის ექსტრაქტზე. გამოიყენება ბავშვის დაბადების პირველივე დღიდან.