Fanola დაარსდა 2004 წელს, იტალიაში და მალევე გახდა ცნობადი ბრენდი თმის მოვლის ინდუსტრიაში. ბრენდის ძირითადი მიზანია, რომ სილამაზის სალონებისთვის და სტილისტებისთვის შექმნას მაღალტექნოლოგიური, ეფექტური და ხელმისაწვდომი პროდუქცია, რომლებიც თმის მოვლის ყველა საჭიროებას აკმაყოფილებს.
ბრენდი იყენებს ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ხარისხიან ინგრედიენტებს, რომლებიც გარანტირებულად უზრუნველყოფენ თმის აღდგენას, დაცვას და სილამაზეს. მათი პროდუქცია შექმნილია პროფესიონალებისთვის, მაგრამ მისი გამოყენება ყველა მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია, რაც ამარტივებს თმის ხარისხიანად მოვლის პროცესს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ბრენდის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა მისი პროდუქტების მრავალფეროვნება და ინოვაციური ფორმულები. ფანოლას გამორჩეული ხაზი — No Yellow — ცნობილი გახდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი ქერა თმის ფერის შესანარჩუნებლად. Fanola მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის საშუალებას თმის უამრავი პრობლემების მოსაგვარებლად, მათ შორის თმის აღდგენის, დატენიანების, მოცულობის გაზრდისა და ქერტლის კონტროლის კუთხით.
Fanola გამოირჩევა იმით, რომ იგი ადვილად ხელმისაწვდომია, მაგრამ ამავდროულად პროფესიონალურ სტანდარტს აკმაყოფილებს. ამით ის განსაკუთრებით მიმზიდველი ხდება როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე უბრალო მომხმარებლებისთვის, რომლებიც ეფექტურ შედეგებს ეძებენ. ფანოლა დიდ ყურადღებას აქცევს ბუნებრივ ინგრედიენტებს და ეკოლოგიურად სუფთა ელემენტებს, რათა თმა იყოს ჯანმრთელი და ბზინვარე, რაც მომხმარებლების კმაყოფილების გარანტიაა.
ფანოლს გამორჩეული მახასიათებლებია ინოვაციური ფორმულები, მრავალფეროვანი პროდუქციის ხაზი და პროფესიონალური მიდგომა თმის მოვლის ყველა ასპექტის მიმართ.
Fanola-ს პოპულარული პროდუქცია
- დამარბილებელი შრატი Smooth Care — ფანოლას თმის დამარბილებელი შრატი შეიცავს ბამბის ზეთს, რომელიც აადვილებს თმის გასწორებას. სელის თესლის ზეთი ატენიანებს და ამცირებს აფუებას. თმას უნარჩუნებს ტენიანობას, არ ამძიმებს, ანიჭებს სიმტკიცესა და ბზინვარებას მთელ სიგრძეზე. შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს ეფექტური თვისებებით: ბამბის ზეთი ღრმად ატენიანებს და არბილებს თმას. ასევე, სელის თესლის ექსტრაქტი ქმნის უხილავ დამცავ გარსს, ინარჩუნებს ტენიანობას, ათანაბრებს თმის ფოროვან სტრუქტურას, ანიჭებს სირბილესა და აბრეშუმისებრ ბზინვარებას. ჰიდროლიზებული კერატინი აღადგენს თმას. ხოლო ზღვის მცენარეების ექსტრაქტი იცავს გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისგან, აძლიერებს და კვებავს. პროდუქტი იდეალურად შეავსებს თმის რეგულარული მოვლის პროცედურას, უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ ეფექტს მინიმალური ძალისხმევით და დროით.
- აღმდგენი შამპუნი Botugen — ფანოლას აღმდგენი შამპუნი თმას ანიჭებს მოცულობასა და ბზინვარებას. ბოტულინის ტოქსინის მოლეკულა აქტიურდება წყალთან შეხებისას, აღადგენს თმას, ანიჭებს ელასტიკურობასა და სიძლიერეს. ამასთან, კერატინი ანიჭებს თმას ბზინვარებას და ასევე, მონაწილეობს თმის სტრუქტურის აღდგენაში. ხოლო ჰიალურონის მჟავა ხელს უწყობს დატენიანებას და აუმჯობესებს მის სტრუქტურას. ქიმიური სტრესი, თმის საშრობისა თუ უთოს ზედმეტი სიმხურვალე, ჯაგრისებისა და სავარცხლების არასწორი გამოყენება, მზის, მარილისა და ქლორის ზემოქმედება სერიოზულ სტრესს აყენებს თმას. მისი აღდგენისთვის საჭიროა პერიოდული აღმდგენი მკურნალობა. პროდუქტის გამოყენების შემდეგ თმა არის სუფთა, მსუბუქი, აბრეშუმისებრი და ადვილად ივარცხნება.
- აღმდგენი ნიღაბი Botugen — ფანოლას აღმდგენი ნიღბის მთავარი აქტიური კომპონენტია ბოტულინის ტოქსინის მოლეკულა. ის აღწევს თმის დაზიანებულ ადგილებში, ამაგრებს მას, ხდის ელასტიკურსა და გლუვს. ამასთან, კერატინი აღადგენს ბზინვარებას და მონაწილეობს თმის რეკონსტრუქციაში. ხოლო ჰიალურონის მჟავა ხელს უწყობს დატენიანების პროცესს. ნიღაბი შეიცავს საჭირო რაოდენობის წყალს, რითაც აძლიერებს სტრუქტურას და არბილებს მას. პარალელურად, ნიღაბი არ შეიცავს სულფატებსა და პარაბენებს. პროდუქტის გამოყენების შემდეგ თმა მოცულობითია, რბილი და აბრეშუმისებრი, გამოიყურება ელასტიკურად და ჯანსაღად, ხდება უკიდურესად მორჩილი და ბზინვარე.
- თხევადი კრისტალის შრატი Nourishing — ფანოლას თხევადი კრისტალის შრატში შემავალი ალოეს წვენი აღადგენს თმის ფოლიკულებს. ხოლო სელის ზეთი ატენიანებს და აჯერებს თმის დაზიანებულ უბნებს ანტიოქსიდანტებით. შრატი შესაფერისია ყველა ტიპის თმისთვის, თუმცა განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი, დაზიანებული ან ქიმიურად დამუშავებული თმისთვის. აღადგენს თმის სტრუქტურას, თმას ხდის მორჩილს, ხელს უშლის ბოლოების გაყოფას და მტვრევადობას. ინოვაციური ფორმულის წყალობით, თმას უბრუნდება ბზინვარება და ჯანსაღი ტენიანობა, თმის ღერები ხდება მტკიცე და ელასტიკური. თხევადი კრისტალები იცავს თმას მაღალი ტემპერატურისა და გარემო ფაქტორების უარყოფითი გავლენისგან. მსუბუქი და უცხიმო ფორმულის მეშვეობით, თხევადი კრისტალების შრატი ადვილად დაიტანება და შეიწოვება. თმას მყისიერად ენიჭება ბუნებრივი ბზინვარება.
- გაყოფილი ბოლოების კრემი Nourishing — ფანოლას გაყოფილი ბოლოების კრემში შემავალ რძის პროტეინს მკვებავი თვისებები გააჩნია, ამინომჟავების მაღალი შემცველობის გამო. შესაბამისად, ატენიანებს თმას და ანიჭებს ელასტიკურობას, აქვს აღმდგენი და სამკურნალო თვისებები. რძის პროტეინები შეიცავს კაზეინს, რომელშიც დიდი რაოდენობითაა ამინომჟავა გლუტამინი — ეს უკანასკნელი კი თმის ფოლიკულების ზრდის ციკლს ასტიმულირებს. პროდუქტის გამოყენების შემდეგ თმა ხდება რბილი, გლუვი და გამოიყურება ჯანსაღად.