Ducray ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდია, რომელიც 1930-იან წლებში დაარსდა ალბერ დიუკრეს მიერ. ბრენდის თავდაპირველ მიზანს თმისა და სკალპის მოვლისთვის ახალი და გაუმჯობესებული პროდუქტების შექმნა წარმოადგენდა. მისი დაარსება ინოვაციებთს უკავშირდებოდა, რადგან ალბერ დიუკრემ პირველმა შექმნა შამპუნი, რომელიც სპეციალურად განკუთვნილი იყო სხვადასხვა ტიპის თმისა და სკალპის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ეს ყველაფერი კი იმ დროს, როცა მხოლოდ ზოგადი საჭიროების შამპუნები იწარმოებოდა…
Ducray-ის ძირითადი პრინციპები ეფუძნება სამეცნიერო კვლევასა და დერმატოლოგიურ ზრუნვას. ბრენდი იყენებს ფარმაცევტულ და დერმატოლოგიურ ინოვაციებს, რათა მუდმივად შეიმუშაოს ისეთი პროდუქტები, რომლებიც კანისა და თმის სხვადასხვა პრობლემას ჭრის. ამიტომაცაა, რომ დუკრეს პროდუქტები შექმნილია თმის ცვენის, ქერტლის, მშრალი და მგრძნობიარე კანის, აკნესა და სხვა დერმატოლოგიური მდგომარეობების სამკურნალოდ.
ზოგადად, დუკრეს კონკურენტული უპირატესობა მდგომარეობს მის კლინიკურად დამტკიცებულ ეფექტურობასა და ინოვაციურ ფორმულებში, რომლებიც მიმართულია როგორც თმის, ისე კანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ.
გარდა ამისა, Ducray აქცენტს აკეთებს მდგრად განვითარებაზე და ცდილობს, პროდუქციის წარმოებისას გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება შეამციროს.
Ducray-ის პოპულარული პროდუქცია
- თმის ცვენის საწინააღმდეგო ზრდის მასტიმულირებელი შრატი — დუკრეს შრატი განკუთვნილია ქრონიკული თმის ცვენის სამკურნალოდ. ასევე ის გამოიყენება თმის გადანერგვის დროს როგორც მხარდამჭერი მკურნალობა. მას აქვს ინოვაციური შემადგენლობა: Anchoran (რძის ეკალა) დაპატენტებული ბუნებრივი აქტიური ინგრედიენტი, ამაგრებს თმის ძირებს და ასტიმულირებს თმის ზრდის პროცესს. ასევე ხელს უწყობს კერატინ- K75 -ის წარმოქმნას, შესაბამისად ამაგრებს, ახშირებს და აძლიერებს თმის ღერს. Lezpedeza დაპატენტებული ბუნებრივი აქტიური ინგრედიენტი — თმის ცვენის შემცირების მიზნით არეგულირებს თმის სასიცოცხლო ციკლს. Mangalidone — აძლიერებს სკალპის მიკროცირკულაციას, მეტაბოლურ აქტივობას და ამაგრებს თმის ძირებს. აქვს მსუბუქი და არაწებოვანი ტექსტურა.
- კომედონების საწინააღმდეგო კრემი — კერაკნილ პპ+ კრემი ხელს უწყობს გამონაყარის ალაგებას (დამტკიცებულია ეფექტურობა 7 დღეში) და აქვს აკნესგან დარჩენილი ლაქებისა და ნაწიბურების საწინააღმდეგო მოქმედება. Mytracine-ის და Celastrol -ის კომბინაცია ხელს უწყობს გამონაყარის ალაგებას; Vitamin PP ამცირებს სიწითლეს და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს. მთლიანობაში, აუმჯობესებს კანის ტოლერანტობას აკნეს ტოპიკური მკურნალობისას. აქვს მატის ეფექტი და კარგი ბაზაა მაკიაჟისთვის.
- თმის ცვენის საწინააღმდეგო ლოსიონი — დუკრეს ლოსიონი განკუთვნილია მწვავე თმის ცვენის სამკურნალოდ, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს: სტრესით, დიეტით, ორსულობის შემდგომი მდგომარეობით... ლოსიონს აქვს თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტი, დამტკიცებულია კვლევით, რომლის თანახმადაც სუბიექტების 84% -ს შეუჩერდა თმის ცვენა პირველივე თვიდან. ხელს უწყობს ხშირი და ძლიერ თმის ზრდას, რაც ასევე დადასტურებულია კვლევით (+53% თმის ღერი ზრდის ფაზაში). მისი ძირითადი ინგრედიენტის — კრეატინის ტეტრაპეპტიდთან კომბინაცია — ასტიმულირებს თმის ზრდის ფაზას. B ვიტამინების (B5, B6 და B9) კომპლექსი აძლიერებს თმის ბოჭკოს სტრუქტურას. ლოსიონს აქვს მსუბუქი ტექსტურა, რომელიც არ აცხიმიანებს თმას.
- ცხიმიანი ან აკნესკენ მიდრეკილი კანის დასაბანი — კერაკნილის სახისა და ტანის დასაბანი გელი ხელს უწყობს გამონაყარის გაქრობას და კარგად ასუფთავებს კანს. მისი ფორმულა არ შეიცავს საპონს. არის ბიოდეგრადირებადი. გამოიყენება 9 წლის ასაკიდან.
- შამპუნი ფსორიაზისკენ მიდრეკილი აქერცლილი და გაღიზიანებული სკალპისთვის — დუკრეს შამპუნი უზრუნველყოფს აქერცლილი კანის მოცილებას და ამშვიდებს ქავილს. აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. მის შემადგენლობაში შედის აქტიური ინგრედიენტების უნიკალური კომბინაცია. Celastrol ამშვიდებს ქავილს. Salicilic acid Icthyol ხელს უწყობს ქერცლების მოცილებას. Venderine (პიერ ფაბრის დაპატენტებული ინგრედიენტი) კი აღადგენს კანის ბარიერს.