PSP.GE
-15%ოქსიჩეკი - OxyCheck 30 კაფსულა

ოქსიჩეკი - OxyCheck 30 კაფსულა

#95747_3751
25.5₾30₾

მახასიათებლები

სტატუსი
მარაგშია აფთიაქებშიაფთიაქში პოვნა
რაოდენობა და ფორმა
30 კაფსულა
მოქმედი ნივთიერება
probiotics

მოკლე აღწერა

ჩვენება: რეკომენდებულია  კრისტალური მარილების  შესამცირებლად და კონკრემენტის დასაშლელად, რომლებისგანაც წარმოიქმნება  თირკმლის ქვები.

სრული ანოტაცია

ოქსიჩეკი 

შემადგენლობა:

თითოეული კაფსულა შეიცავს:  

Oxalobacter formaigenese  700 million cfu

Lactobacillus acidophilus     400  million cfu

Lactobacillus rhamnosus     300 million cfu

Bifidobacterium lactis          300  million cfu

Fructooiligosaccharides        100 mg

Პროდუქტის აღწერა:   ოქსიჩეკის  კაფსულა შეიცავს  პრობიოტიკების კომბინაციას , რომელიც გამოიყენება თირკმლის კენჭოვანი  დაავადებების  სამკურნალოდ  და პროფილაქტიკისთვის . პრობიოტიკები არის- ცოცხალი ბაქტერიები და საფუარა სოკოები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავური  ფლორის წონასწორობის შენარჩუნებას.   ლაქტობაცილების შემცველი პრობიოტიკები მნიშვნელოვნად ამცირებენ შარდში ოქსალატის გამოყოფას. თირკმლის კენჭები- არის კალციუმის, ფოსფატების და სხვა მინერალების/მჟავა მარილებისგან შემდგარი პატარა, მყარი კონკრემენტი, რომლიც წარმოიქმნება კონცენტრირებული  შარდიდან.

ოქსიჩეკის კაფსულა შეიცავს პრობიოტიკების კომბინაციას:  Lactobacillus acidophilus, Bifidobacterium Lactis, Oxalobacter formigenes და   Lactobacillus  rhamnosus. აღნიშნულ პრობიოტიკების კომბინაციას  აქვს  ოქსალატის დაშლის თვისება, რომელიც  ხელს უწყობს  ოქსალატის კრისტალების დაშლას თირკმელში ან/და საშარდე გზებში, რითაც ახდენს  საშარდე გზების მკურნალობას ან პრევენციას . 

ჩვენება:

ოქსიჩეკის  კაფსულა რეკომენდებულია  კრისტალური მარილების  შესამცირებლად და კონკრემენტის დასაშლელად, რომლებისგანაც წარმოიქმნება  თირკმლის ქვები. ოქსიჩეკის   კაფსულა შეიცავს პრობიოტიკების კომბინაციას. ოქსალატის კრისტალები თირკმლის ქვების  განვითარების ხშირი მიზეზია. ეს პრობიოტიკები შლიან ოქსალატის კრისტალებს, რომლებიც  წარმოიქმნება  თირკმელებში.  Lactobacillus   acidophilus და Bifidobacterium Lactis, მოქმედების მექანიზმი გამოიხატება-  შარდში ოქსალატის ექსკრეციის შემცირებით (ჰიპეროქსალურია).Oxalobacter formigenes -ს და Lactobacillus  rhamnosus  ააქტიურებს  ოქსალ-დეკარბოქსილაზას ფერმენტს , რითაც ამცირებს  ნაწლავში  ოქსალატის რაოდენობას . ამრიგად, Nut raGrow Oxycheck-ის კაფსულები ამცირებს შარდში ოქსალატის გამოყოფას, რაც წარმოადგენს თირკმლის კენჭების წარმოქმნის დიდ  რისკფაქტორს.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ

სიფრთხილით გამოიყენეთ:ნაწლავის გაუვალობის , ვაგინალური ან  საშარდე გზების   მორეციდივე ინფექციების დროს.  სიფრთხილით ინიშნება ფენილკეტონურიის ან დიაბეტის დროს. 

შეატყობინეთ ექიმს თუ  თქვენ იღებთ ანტიბიოტიკებს, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს ან სტეროიდებს, ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად.

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გეგმავთ ორსულობას, ან ხართ ორსული.

ურთიერთქმედება:

ოქსიჩეკის ურთიერთქმედებს  ანტიბიოტიკებთან, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან (კეტოკონაზოლი, გრიზეოფულვინი, კლოტრიმაზოლი) და სტეროიდებთან (დექსამეტაზონთან , პრედნიზოლონთან, კორტიზონთან).  მიმართეთ თქვენს  ექიმს  თუ ხართ აივ ინფიცირებული ,ან გაწუხებთ  საშარდე გზების  და ვაგინალური  ინფექციები.

გამოყენების წესი

მიიღეთ 1-2 კაფსულა დღეში ჭიქა წყალთან ან წვენთან ერთად.

გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან  ან ფარმაცევტთან

შენახვის ვადა

3 წელი წარმოების დღიდან

სპეციალური შენახვის ინსტრუქცია

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება გრილ და მშრალ ადგილას 25°C მდე ტემპერატურაზე.

25.5₾30₾-15%
1 ცალი
სწრაფი მიწოდება
მიწოდება 1 საათის განმავლობაში
რჩეული ბრენდები
მსოფლიოს ნომერ პირველი ბრენდები
გარანტირებული ხარისხი
მხოლოდ რჩეული პროდუქცია
საუკეთესო კატალოგი
45 000+ დასახელების პროდუქცია