PSP.GE
-15%ნებიანაქსი - Nebianax 3% 5მლ 20 ფლაკონი

ნებიანაქსი - Nebianax 3% 5მლ 20 ფლაკონი

#95994_2590
80.75₾95₾

მახასიათებლები

სტატუსი
მარაგშია აფთიაქებშიაფთიაქში პოვნა
რაოდენობა და ფორმა
20

მოკლე აღწერა

ხსნის შეშუპებას, ათხელებს დაგროვილ ლორწოს, უზრუნველყოფს ჭარბი სეკრეტის მარტივად გამოდევნას.

სრული ანოტაცია

ნებიანაქსი  3%

შემადგენლობა

ნორმალური pH -ის მქონე 3%-იანი ჰიპერტონული ხსნარი და ჰიალურონის მჟავა.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ჰიპერტონული ხსნარი:

– ხსნის შეშუპებას;

– ათხელებს დაგროვილ ლორწოს;

– უზრუნველყოფს ჭარბი სეკრეტის მარტივად გამოდევნას.

სურდოს, რინიტის, სინუსიტის დროს   ჰიპერტონული ხსნარის მოქმედების შედეგად  ჰაერსავალი გზები  თავისუფლდება ნადებისგან და უმჯობესდება სუნთქვა.

ჰიალურონის მჟავა:

ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც გამომუშავდება  ჩვენს ორგანიზმში. მის მიერ შექმნილი დაცვითი ფენა ერთის მხრივ, ქსოვილებს უნარჩუნებს ფიზიოლოგიურ ტენიანობას, ხოლო მეორეს მხრივ, ხელს უწყობს  რეგენერაციის პროცესებს.

პრეპარატ ნებიალ კიტი 3%-ში შემავალი ჰიალურონის მჟავა ჰაერსავალი გზების ლორწოვანის  აღდგენასთან ერთად უზრუნველყოფს ჰიპერტონული ხსნარის ეფექტის გაზრდას.

ჩვენება

•  სინუსიტი;

•  ფარინგიტი;

•  რინოფარინგიტი;

•  სტომატიტი;

•  ტონზილიტი,ლარინგიტი;

•  ენდონაზალური ჩარევის პრეოპერაციულ მოსამზადებელ ეტაპზე, ან პოსტოპერაციული პერიოდი.

გამოყენების წესი

• ახალშობილებში ჭამის და  ძილის წინ რამდენიმე წვეთი თითოეულ ნესტოში;

•  ბავშვები და მოზრდილებში 2-3 სანაცია დღეში;

•  არ შეიცავს კონსერვანტებს.

შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ნებულაიზერში.

შეფუთვა

N20 ერთჯერადი ფლაკონი.

80.75₾95₾-15%
1 ცალი
სწრაფი მიწოდება
მიწოდება 1 საათის განმავლობაში
რჩეული ბრენდები
მსოფლიოს ნომერ პირველი ბრენდები
გარანტირებული ხარისხი
მხოლოდ რჩეული პროდუქცია
საუკეთესო კატალოგი
45 000+ დასახელების პროდუქცია