PSP.GE
-28%Engystol - ენგისტოლი 50 ტაბლეტი

Engystol - ენგისტოლი 50 ტაბლეტი

#33999_626
19.55₾27.15₾

მახასიათებლები

სტატუსი
მარაგშია აფთიაქებშიაფთიაქში პოვნა
ბრენდი
Heel
ბრენდის ქვეყანა
გერმანია
რაოდენობა და ფორმა
1 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერება
homeopathic comb.drug

მოკლე აღწერა

ჩვენებები: არასპეციფიკური იმუნიტეტის გააქტივება, განსაკუთრებით ცხელებით მიმდინარე არაიდენტიფიცირებული ვირუსული ინფექციებისას (ვირუსული გრიპი, პნევმონია, ვირუსული ჰეპატიტი), ყვავილის აცრის შემდგომი პერიოდი, აფტოზური სტომატიტი; კანის სხვადასხვა დაავადებებ
სრული ანოტაცია

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

იმუნომოდულატორი: ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 250 ც.

1 ტაბ.

Vincetoxicum hirundinaria  D6 .................      75 მგ

Vincetoxicum hirundinaria D10 ..................    75 მგ

Vincetoxicum hirundinaria  D30 ..................   75 მგ

Sulfur D4     ............................................. 37.5 მგ

Sulfur  D10    ........................................... 37.5 მგ

აგრეთვე მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ხასიათდება არასპეციფიკური იმუნიტეტის გააქტივებით.

ჩვენებები:

  • არასპეციფიკური იმუნიტეტის გააქტივება, განსაკუთრებით ცხელებით მიმდინარე არაიდენტიფიცირებული ვირუსული ინფექციებისას (ვირუსული გრიპი, პნევმონია, ვირუსული ჰეპატიტი), ყვავილის აცრის შემდგომი პერიოდი, აფტოზური სტომატიტი;
  • კანის სხვადასხვა დაავადებები (ნეიროდერმიტი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ეგზემა, ფურუნკულოზი და სხვა.);
  • სასუნთქი გზების დაავადებები (ბრონქიტი, ბრონქოექტაზია, ყივანახველა, პნევმონია, ასთმა);
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები - სეპტიკური ენდოკარდიტი;
  • შაკიკის, ნევრალგიების, კაუზალგიის, ყველა სახის და ლოკალიზაციის ალერგიები (გაზაფხულის სურდოს ჩათვლით);
  • რევმატიული დაავადებები, პოდაგრა;
  • თირკმლების, ღვიძლის და ცენტრალური ნერვული სისტმის დაავადებები.

მიღების წესი და დოზირება:

ჩვეულებრივ ინიშნება თითო ტაბლეტი დღეში 1-3-ჯერ.

გვერდითი მოქმედება:

ცხელებით მიმდინარე მძიმე რეაქტიული ფაზებისას, მაგალითად, სეფსისის დროს, Engystol -ის მიღების შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს მდგომარეობის გაუარესება 3-5 სააათის განმავლობაში შემდგომი კომპენსაციის ფაზით.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

 

19.55₾27.15₾-28%
1 ცალი
სწრაფი მიწოდება
მიწოდება 1 საათის განმავლობაში
რჩეული ბრენდები
მსოფლიოს ნომერ პირველი ბრენდები
გარანტირებული ხარისხი
მხოლოდ რჩეული პროდუქცია
საუკეთესო კატალოგი
45 000+ დასახელების პროდუქცია